ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გურამ კაშია "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის  "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს:

"ოფიციალურად - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. გურამ კაშიამ "ლოკომოტივთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

"ლოკომოტივში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - ამბობს გამოცდილი
მცველი.

ასევე დაგაინტერესებთ