ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედომ" პირველი ქულა "საბურთალოსთან" მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მესამე ტურში "საბურთალო" და "ტორპედო" დაზავდნენ - 0:0.

მატჩი ლამაზი სანახავი იყო, განსაკუთრებით, მისი ბოლო წუთები. გუნდებმა მომენტები შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ მეკარეები.

"საბურთალო" 5 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო "ტორპედომ" პირველი ქულა მოიპოვა და მე-9 პოზიციაზეა.

14 მარტს "ტორპედო" "თელავს", "საბურთალო" კი თბილისის "დინამოს" შეხვდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 0:0
გაძევება: ძებნიაური (77)

საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია (ცნობილაძე 53), კაკუბავა (კ), ი. ტაბატაძე (შულაია 63), ძებნიაური, ტერა, მანდრიჩენკო (ნონიკაშვილი 63), გულიაშვილი (ერისთავი 63), თ.
ტაბატაძე (გოჩოლეიშვილი 87)

მწვრთნელი: კორღალიძე

ტორპედო (3-5-2): შოვნაძე, ვ. ტაბატაძე (კ), მირცხულავა, ქაფიანიძე, ნადარაია, ტუიჩიბაევი, მამასახლისი (გოგუაძე 90+5), ბუკასი, სალაკუ (შარვაშიძე 72), რეკიში (ძარია 79), ზიდანი

მწვრთნელი: აშვეთია

მკითხველის კომენტარები / 2 /
სასწაული ჩემპიონატი გვაქვს, 5 თამაში და მხოლოდ 2 გოლი,ვაი თქვენს პატრონს
კახი კახა
02:10 11-03-2021
1
კომენტატორი ვინ არი? თამაშს ვერ ვუყურე:)
Giorgi
23:05 10-03-2021
1

სიახლეები პოპულარული