ეროვნული ლიგა. IV ტური. ზიდანის დუბლი „ტორპედოს“ „თელავის“ დასამარცხებლად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში შერგელაშვილმა სტუმრები დააწინაურა, შესვენების შემდეგ ზიდანმა ორჯერ დალაშქრა სანიკიძის კარი, შეცვლაზე შესულმა აშორტიამ კი კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.

5 ქულით მე-4 ადგილზე მყოფი „თელავი“ 20 მარტს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტორპედო“, რომელიც 2 ქულით მე-9 პოზიციაზეა, 21 მარტს გორში „დილას“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - თელავი 2:2
გოლები: 0:1 შერგელაშვილი (38), 1:1 ზიდანი (48), 2:1 ზიდანი (67), 2:2 აშორტია (90+2)

ტორპედო (3-5-2): შოვნაძე, ტაბატაძე (კ) (ინკუმი 46),
მირცხულავა, ქაფიანიძე (ჩაკვეტაძე 39), ნადარაია, ტუიჩიბაევი, მამასახლისი, ბუკასი, სალაკუ (შარვაშიძე 46), რეკიში (ძარია 76), ზიდანი (გოგუაძე 90)

მწვრთნელი: აშვეთია

თელავი (3-4-3): სანიკიძე, კაპანაძე, ბერიაშვილი (კ), ჯიქია (ინჯგია 71), ფაცაცია, ძოწენიძე (აშორტია 86), შერგელაშვილი, ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, ხაბულიანი (სოსიაშვილი 71), შეყილაძე

მწვრთნელი: გოცირიძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული