ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლევან კორღალიძე: ცირკი დადგეს - უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში გაჩერებას აღარ ვაპირებ

AutoSharing Option
"საბურთალოს" მწვრთნელი ლევან კორღალიძე თბილისის "დინამოსთან" ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში (3:4) გოგა კიკაჩეიშვილის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"სტატუსების წერა არ მჩვევია, არაფერი არასდროს არ დამიწერია, მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად კიკაჩეიშვილმა, არ შემეძლო არ დამეწერა არაფერი. ბოდიშს გიხდით წინასწარ, თუ რამე ზედმეტი მომივა. უბრალოდ მინდა მივმართო და ამას აუცილებლად მედიასთანაც დავაფიქსირებ, ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რა
მე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ.

მე მიმაჩნდა, შარშან "ლოკომოტივიდან" რომ წამოვედი, ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო, ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩემი პრინციპი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგება და დგას. ეს შემთხვევაა ახლაც, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა ვიღაც არაკომპეტენტური ტიპის (მას ვერაფერს დავარქმევ) გამო.

მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე, არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი, იმდენად ჩართული ვარ საქმეში და არავის არ მივცემ იმის უფლებას, ასე არასამართლიანად მომექცეს. თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი, რათა რამეს მიაღწიო. ან "დინამოს" რაში სჭირდება ასეთი ჩემპიონობა და მოგება. ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას, ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ მივიღებ. მე ვინც მიცნობს, მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანად მიმყავს და ყალბი არასდროს არაფერში ვყოფილვარ, არც საქმეში და არც მეგობრობაში. აღარც ახლა ვაპირებ, ვინმემ შელახოს ჩემი პატიოსნება, რომელიც გუშინ ნამდვილად შეილახა ვიღაცა მიკერძოებული ადამიანის გამო.

პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ, გამეცით იმ ადამიანებმა, ვისაც გეკუთვნით და ძალიან კარგად იცის, ვის ეკუთვნის. შარშან "ბათუმის" პრეზიდენტი, ბატონი აჩიკო ბერიძე აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას, რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს, შრომას და ნერვებს ამ საქმეში და მაინც ეს პატარა ბავშვი, მსაჯს ვგულისხმობ, ასე უტიფრად აგრძელებს თავის მოღვაწეობას, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ და ვართ ამ შემთხვევაში "საბურთალო". ასე წინ ვერ წავა ვერც ქართული ფეხბურთი და ვერც ინდივიდუალურად განვვითარდებით ვერც მწვრთნელები და ვერც ვერცერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით, თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი".