"თელავისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი დანიშნულ დროს ჩატარდება

AutoSharing Option
დღეს გამოცხადდა, რომ 20 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩი "თელავსა" და თბილისის "დინამოს" შორის მასპინძელი გუნდის შემადგენლობაში შექმნილი ეპიდვითარების გამო გადაიდო და 26 მარტს ჩაინიშნა, თუმცა სფფ-ის რეკომენდაციით, შეხვედრა ჩატარდება, - ამის თაობაზე დედაქალაქური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"თელავსა" და "დინამოს" შორის მატჩი აღარ გადაიდება, ვინაიდან ორივე გუნდის 8 ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული, 26 მარტს თამაშის შემთხვევაში, კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებში ვეღარ მიავლენდნენ.

ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ფედერაციის რეკომენდაციით, შეხვედრა არსებული რესურსით 20 მარტს თელავში გაიმართება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული