უღიმღამო მატჩი თბილისში.. ლიდერებმა ქულები დაკარგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “საბურთალომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. 

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ ბათუმელები 11 ქულით ეროვნული ლიგის სათავეში იმყოფებიან, თავის მხრივ, “საბურთალოს” 6 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.

ბათუმის “დინამო” მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს, რაც შეეხება “საბურთალოს”, ისინი ამავე რიცხვში “თელავს” დაუპირისპირდებიან.

“საბურთალო” - ბათუმის “დინამო” - 0:0

“საბურთალო” - გოშაძე, მალი, კაკუბავა, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი (ტერა 81), ძებნიაური, შულაია (გოჩოლეიშვილი 81), ლ. ნონიკაშვილი, ი. ტაბატაძე (გულიაშვილი
70), თ. ტაბატაძე.

ბათუმის “დინამო” - კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, ჩაბრაძე, ტეიდი, მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 85), ფანცულაია (გროზურეკი 68), ჯიღაური (მანჯგალაძე 85), ალთუნაშვილი, ნიკაბაძე. 

alt“დინამომ” “თელავს” დამაჯერებლას სძლია [VIDEO]

alt"შუქურამ" "სამგურალს" დაძაბულ თამაშში სძლია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ღიმღამიანი როდის იყო ბოლოს
ქუთაისელი
20:37 23-03-2021
0

სიახლეები პოპულარული