ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

სლუცკი: ხვიჩამ ესპანეთს კარგად შეუსრულა

AutoSharing Option
"სოჭისთან" რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის წინ "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

- როგორ კომენტარს გააკეთებდით კვარაცხელიას ნაკრებში თამაშზე, მის გოლებზე საბერძნეთთან და ესპანეთთან?
- მე ყველა მატჩს ვუყურე, მათ შორის შვედეთთან, სადაც ის შესვენების შემდეგ შეცვალეს. საბერძნეთს გოლი საკუთარ სტილში გაუტანა, მისთვის ჩვეული კლასიკური გოლი იყო. ესპანელებთან კარგად შეასრულა. ჩანს, რომ ნაკრებში თავს უკვე ძალიან თვიითდაჯერებულად გრძნობს, მისი ერთერთი ლიდერია. ისეთივეა, როგორიც ჩვენს კლუბში.

სლუცკიმ აღნიშნა, რომ ყოველი დარჩენილი მატჩი კონკურენტებთან ფაქტიურად 6 ქულისთვის
ბრძოლაა, გამარჯვება სამეულთან აახლოვებს, დამარცხება კი ათეულისკენ მოისვრის.

"რუბინისა" და "სოჭის" შეხვედრა ყაზანში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ