კაშია ეროვნულ ლიგაში გოლით დაბრუნდა, "ლოკომოტივი" ბათუმს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძლები მე-6 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლის წყალობთ დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებისა და აწ უკვე თბილისური გუნდის ერთერთმა ლიდერმა, გურამ კაშიამ შესანიშნავი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, შეხვედრის პირველი ტაიმი შედეგიანი ფრით დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, გუნდებმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და ქართული გრანდები ერთმანეთს დაუზავდნენ.

ამრიგად, ბათუმელებს 6 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვთ და 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, თავის მხრივ, "ლოკომოტივს" ამდენივე
მატჩში 11 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

აჭარლები მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, "თელავის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, თბილისელები 7 აპრილს "სამგურალს" დაუპირისპირდებიან.

"დინამო" ბთ - "ლოკომოტივი" - 1:1

გოლის ავტორები: 1:0 ვლადიმერ მამუჩაშვილი (6), გურამ კაშია (40).

"დინამო" ბთ - კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი 80), მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ჩუკვურა 80), ჯიღაური (მანჯგალაძე 76), გროცურეკი (პანცულაია 56), ნიკაბაძეც(შინდაგორიძე 76).

"ლოკომოტივი" - მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, კაშია, მჭედლიშვილი (გავაშელიშვილი 70), იმრანი, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (კახაბრიშვილი 53), სიხარულიძე (იაკობიძე 79), კირკიტაძე.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ გურამ.კარგი შესრულებული იყო.
კახა ქ.
02:11 04-04-2021
0
ეს რა უქნია კაშიას?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული