ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ანდრეი დემჩენკო: "დინამოსთან" მატჩმა უკეთ დაგვანახა რა კომპონენტებზე გვაქვს სამუშაო

AutoSharing Option
"დილას" მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ თბილისის "დინამოსთან" ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში წაგებული მატჩი (0:1) გორული კლუბის საიტთან შეაფასა:

"ის, რაც "დინამოს" შევთავაზეთ, მხოლოდ ჩვენი შეცდომებია. ორი ძალიან კარგი გუნდის თამაში იყო დღეს. "დინამოს" ფეხბურთელების დონე იგრძნობა, ისინი კვალიფიციური მოთამაშეები არიან, მაგრამ კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ.

შედეგი ცუდია, მაგრამ კარგ გუნდთან უფრო კარგად ჩანს, რაზეა სამუშაო, რა უნდა გამოვასწოროთ, გავაუმჯობესოთ… შეცდომებს გავაანალიზებთ, უკვე ვიცით ასეთ გუნდებთან მატჩში რაზე გვაქვს სამუშაო და მომდევნო მატჩებში ეს გამოგვადგება".