საკამათო გოლის მიუხედავად, ბათუმის "დინამომ" "სამგურალს" აჯობა და დამსახურებულად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, ბათუმის "დინამო" წყალტუბოს "სამგურალს" გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუხვდა და 2:0 დაამარცხა.

პირობითმა მასპინძლებმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან მალევე, მე-4 წუთზე გახსნეს - ჯაბა ჯიღაურის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მაქსიმე ქვილითაიას კარში ზუსტად გიორგი ფანცულაიამ გადაგზავნა - 1:0.

პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და ბათუმელები მეორე ნახევრის დაწყებამდე მინიმალური სხვაობით იგებდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზევე აჭარლებმა მეორე გოლი გაიტანეს. ფანცულაიამ მეკარის ბაქანზე მყოფ გიორგი ნიქაბაძეს ჩაუწოდა, ამ უკანასკნელმა კი ნახტომში თავით
ზუსტად დაარტყა - 2:0.

აღსანიშნავია, რომ ეს გოლი წყალტუბოელებმა გააპროტესტეს, მიიჩნიეს, რომ ბურთმა მოედნის ფარგლები ფანცულაიას ჩაწოდებამდე დატოვა. თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა გოლი ჩათვალა.

ამის შემდეგ საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმის "დინამომ" მე-5 გამარჯვება მოიპოვა, 18 ქულა დააგროვა და ლიდერ თბილისის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩება.


12 აპრილი. გორი, თენგიზ ბურჯანაძე

ბათუმის დინამო - სამგურალი 2:0


1:0 ფანცულაია (4), 2:0 ნიქაბაძე (53)




მკითხველის კომენტარები / 6 /
დოლიძის დიდი პატივის ცემისა ის ცეტრალური თავდამსხმელი არარის ათამაშეთ თავის საკვარელ პოზიციაზე ეს გამოჩდა ლოკომოტივთან
uca
13 აპრილი 2021 09:18
1
ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ბუხაა რატომ ყავს ზამენაში და ასე ცოტა თამაშის დროს აძლევენ მას გასაკვირია კუხი და ბუხა იქნება ზუსტად ის თავდასხმა რომლებიც მოუტანენ გუნდს წარმატებას.
ბაჩო
13 აპრილი 2021 08:11
0
ბურთმა აშკარად გადაკვეთა მოედნის ხაზი.
ელგუჯა
12 აპრილი 2021 21:26
2
მსაჯი შეცდა არასწორი პოზიციის გამო, ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი.
დათო
12 აპრილი 2021 20:03
0
გუნდს ეტკობოდა დაგლა ამ დროს სამენაში კავს გუნდს გამოცდილი შემტევები და გოლის გამტანი ფეხბურტელები რომლებსაც ბევრი გოლები გაუტანიატ უმაგლეში ბუხაიდძე კირკიტაძე ლეკვთაძე
fanat
12 აპრილი 2021 18:00
2
ტბათუმელი ქომაგი სულ იმას,რომ წერს თბილისელებს ეხმარებიან მსაჯებიო, ახლა არიან კმაყოფილები მსაჯობით ასეთი მატჩის შემდეგ? თუ ბათუმის სასარგებლოდ როცა ეშლება მსაჯს ეგ მოსულა ?
Tom
12 აპრილი 2021 17:59
1

სიახლეები პოპულარული