ბათუმის "დინამოსთან" "ტორპედოს" შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
როგორც იცით, მიხეილ აშვეთიამ "ტორპედოს" მწვრთნელის პოსტი დატოვა და ჯერ უცნობია მისი შემცვლელის ვინაობა. კლუბის საიტის ცნობით, ეროვნული ლიგაზე ბათუმის "დინამოსთან" მატჩში გუნდს შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს.

"ბათუმის "დინამოსთან" გასამართ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ქუთაისის "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბის წევრი შოთა ბაბუნაშვილი გაუძღვება", - წერს ქუთაისური კლუბი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და "ტორპედოს" შორის 25 აპრილს გორში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა დაახევენ დინამოს Თავზე ბურᲗს. ვაი და უი ქუᲗაისის მერიას
ზეზვა
24 აპრილი 2021 16:29
0

სიახლეები პოპულარული