ბუხაიძეს გოლის აღნიშვნისას დაავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "სამგურალმა" წყალტუბოში თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი დედაქალაქელთა კარში 90+5-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ გაიტანა (შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა). მან მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეორე გამოდგა და გააძევეს. ბუხაიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდთან აღნიშნა, რომ პირველი ყვითელი ბარათის მიღება არ ახსოვდა:

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ბოლო ორი პრინციპული თამაში მოვიგეთ და ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალიან გამოგვადგება. მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ, რომ
გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. ერთი იმაზე მწყდება გული, რომ ემოციურ ფონზე დამავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი მქონდა, აღნიშვნისას მაისური გავიხადე და ამის გამო წითელი მივიღე. ძალიან დამწყდა ამ მომენტზე გული..."

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბუხაიძე კარგი თავდამსხმელია კარგი გახსნებით და გოლის გატანის ალგოთინ კუხიანიძესთან ერთად იქნება იდიალური წყვილი შეტევაში
fanat
08:38 28-04-2021
0
ისე როცა ლაპარაკობენ ადრე უფრო კაი დონე იყო ჩემპიონატშიო,მე მხსოვს დინამოს ნერ სამტრედია უწევდა კონკურენციას მერე ტორპედო,(ბაფუმსაც არა უშავდა) სხვა თამაშები 8-0 10-0 მთავრდებოდა,ჯერ დინამო რა იყო,2004მდე ევროპაში მარტო ბილბაოსთან წაგება ქონდა აქტივში, ბოავიშტასთან 0-6 წამგები გუნდი იყო და ასეთ გუნდს მეტოქე ფაქტიურად არ ყავდა,2000 წლამდე სულ ჩემპიონი იყო.. და ასეთ ეროვნულ ჩემპიონატზე ამბობენ 95-97წლებში, ან 98-2003 წლებში უფრო მაღალი დონე იყოო.
იგივე ტორპედომ აშვეთიას გარდა ქართულ ფეხბურთს მარტო ქემოკლიძეები,მახვილაძეები და სევასტი თოდუები მისცა..
მე ახლანდელი ჩემპიონატი უფრო მომწონს,კონკურენციაც არის და ვერავინ ვერავის ვერ უგებს ადვილად..

Levani
23:53 26-04-2021
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული