ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბუხაიძეს გოლის აღნიშვნისას დაავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "სამგურალმა" წყალტუბოში თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი დედაქალაქელთა კარში 90+5-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ გაიტანა (შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა). მან მაისური გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეორე გამოდგა და გააძევეს. ბუხაიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდთან აღნიშნა, რომ პირველი ყვითელი ბარათის მიღება არ ახსოვდა:

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ბოლო ორი პრინციპული თამაში მოვიგეთ და ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალიან გამოგვადგება. მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ, რომ
გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. ერთი იმაზე მწყდება გული, რომ ემოციურ ფონზე დამავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი მქონდა, აღნიშვნისას მაისური გავიხადე და ამის გამო წითელი მივიღე. ძალიან დამწყდა ამ მომენტზე გული..."