ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ხვიჩა შუბითიძე: დროთა განმავლობაში უკეთესად ვითამაშებთ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე--11 ტურში "სამგურალთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ კლუბის საიტთან კომენტარი "საბურთალოს" მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ გააკეთა:

"კარგია, რომ მოვიგეთ და გათამაშების ცხრილში გავიუმჯებესეთ მდგომარეობა. იყო, რაღაც დრო, როდესაც ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვიყავი - კარგად დავიწყეთ თამაში და დავწინაურდით კიდევაც. თუმცა, იყო უკმაყოფილების მომენტიც. პირველი ტაიმის ბოლოსკენ სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით, ასევე მეორე ნახევრის ბოლო ოცი წუთი. თუმცა, ვმუშაობთ, რომ პრობლემები აღმოვფხვრათ. მჯერა, დროთა განმავლობაში უკეთესად ვითამაშებთ".