"მადლობა "ტორპედოს", მაგრამ პრობლემა გადაუჭრელია" - გულშემატკივრები გუნდს თანადგომას უცხადებენ

AutoSharing Option
მიუხედავად "ტორპედოში" არსებული პრობლემებისა, ქუთაისურმა გუნდმა ეროვნული ლიგის მე-13 ტურში სტუმრად "თელავი" 4:0 დაამარცხა და ქომაგთა მადლობაც დაიმსახურა.

"გუნდმა თავისი სიტყვა შეასრულა, გავიდა მოედანზე და მოიგო, თანაც როგორ!

მადლობა ბიჭებო, რომ ყველაფრის მიუხედავად, გამონახეთ ძალა, გახვედით და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეთ.

ეს მოგება რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა მთავარი პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია - თუ მომდევნო თამაშამდე კლუბში სიტუაცია არ გამოსწორდება, ეს გამარჯვება ამაო იქნება.

ახლა უკვე დროა, იმ ხალხმა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რათა გუნდმა მომავალში განაგრძოს არსებობა", - წერს გუნდის
გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
Მართლა მომაბეზრებელია უკვე ყველაფერი ამ გუნდთან დაკავშირებული.დავიღალეთ მართლა ამ გაუთავებელი წუწუნით. Რა გინდათ კიდე ბიუჯეტით ვფაროთ თქვენი ვალები?ეს უცხოელი ფეხბურთელები მაინც ნუღარ მოგყავთ რომ ქართველებს მაინც უხადოთ ფული. Ასე ვალებისა და უფულობის გამო ნახევარი საქართველო საზღვარგარეთ არი გადახვეწილი,ნახევარმა სახლკარი დაკარგა და ყველამ იწუწუნოს მაშინ და ყველას დაუფაროთ ვალები ბიუჯეტიდან.იქნებ სამართალდამცავი ორგანოები დაინტეესდეს ერთხელ-ვინ არიან,სად ხარჯავენ და რაში ხარჯავენ ხალხის ფულს?ასე როდემდე შეიძლება????
ბაბუაწვერა
10:07 13-05-2021
8
შენ გაიხარე,მთელი საქართველოს სათქმელი თქვი
lokomtivs
09:58 13-05-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული