ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"მადლობა "ტორპედოს", მაგრამ პრობლემა გადაუჭრელია" - გულშემატკივრები გუნდს თანადგომას უცხადებენ

AutoSharing Option
მიუხედავად "ტორპედოში" არსებული პრობლემებისა, ქუთაისურმა გუნდმა ეროვნული ლიგის მე-13 ტურში სტუმრად "თელავი" 4:0 დაამარცხა და ქომაგთა მადლობაც დაიმსახურა.

"გუნდმა თავისი სიტყვა შეასრულა, გავიდა მოედანზე და მოიგო, თანაც როგორ!

მადლობა ბიჭებო, რომ ყველაფრის მიუხედავად, გამონახეთ ძალა, გახვედით და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეთ.

ეს მოგება რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა მთავარი პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია - თუ მომდევნო თამაშამდე კლუბში სიტუაცია არ გამოსწორდება, ეს გამარჯვება ამაო იქნება.

ახლა უკვე დროა, იმ ხალხმა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რათა გუნდმა მომავალში განაგრძოს არსებობა", - წერს გუნდის
გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

ტეგები: