ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმში არჩასათვლელი ჩაითვალა - ლიდერთა სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთსა და იმავე დროს 3 მატჩი ჩატარდა - ლიდერებმა იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში არაფერი არ შეიცვალა. ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" 31-31 ქულა აქვთ.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „საბურთალო“ 4:1 დამარცხა
დებიუტში შინდაგორიძემ ძალიან შორიდან დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, კარის ხაზს მიღმა დაეცა, თუმცა მსაჯებმა ვიდეოგამეორების გარეშე მომენტი ვერ დააფიქსირეს და გოლი ჩათვალეს. ტაიმის მიწურულს კი კოხრეიძემ მეურვეს საჰაერო დუელი მოუგო და დაახლოებით 12 მეტრიდან დალაშქრა კუპატაძის კარი.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, სამი უპასუხო გოლი
გაიტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ მამუჩაშვილი იყო, რომელმაც თავის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 4:1
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (6), 1:1 კოხრეიძე (42), 2:1 მამუჩაშვილი (57, პენ), 3:1 ფანცულაია (72), 4:1 მანჯგალაძე (78)

„თბილისის „დინამომ“ სახლში აუტსაიდერ „თელავს“ მინიმალური ანგარიშით სძლია
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობა ფლობდნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ 65-ე წუთზე გაიტანეს - ჩოჩიშვილის კარი 18 წლის ხვადაგიანმა დალაშქრა.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - თელავი 1:0
გოლი: ხვადაგიანი (65)

"ლოკომოტივმა" მოიგო და "საბურთალოს" დაეწია
„ლოკომოტივს“ საგურამოში „სამტრედიამ“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ „ლოკომ“ იმარჯვა და მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა - ისევე როგორც "საბურთალოს" 21 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

საგურამო. „ლოკო - საგურამო“
ლოკომოტივი - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 იმრანი (10), 1:1 კვირკვია (53), 2:1 იაკობიძე (66), 3:1 იმრანი (72)

მე-15 ტური

კვირა. 23 მაისი
ლოკომოტივი - დინამო (ბთ)
დილა - დინამო (თბ)

ორშაბათი. 24 მაისი
შუქურა - ტორპედო
თელავი - საბურთალო

სამშაბათი. 25 მაისი
სამტრედია - სამგურალი