"ლოკომოტივმა" გასვლაზე "სამგურალს" სძლია და რევანში აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად "სამგურალი" 3:1 დაამარცხა და პირველ წრეში წაგებისთვის რევანში აიღო.

უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ და სიხარულიძემ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი კონტრშტევისას მარცხენა ფლანგიდან „ლოკოს“ საჯარიმოში კუხიანიძე შეიჭრა, მისი ჩაწოდებული ბურთი წაქცეულ კაშიას ხელზე მოხვდა, მსაჯმა ჩათვალა, რომ პენალტი იყო და ანგარიში თერთმეტმეტრიანიდან თავად კუხიანიძემ გაათანაბრა. თუმცა გავაშელიშვილმა მალე კვლავ წინ გაიყვანა „ლოკო“ და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში წყალტუბოელები ბევრს უტევდნენ, გოლი კი დედაქალაქელმა შონიამ გაიტანა და "ლოკომ" გაიმარჯვა.

"ლოკომოტივი" 27 ქულით მესამე
ადგილზე გადავიდა, ხოლო "სამგურალი" 22 ქულით მეექვსე პოზიციაზე დარჩა.

14 ივნისს „სამგურალი“ ბათუმის „დინამოს“, „ლოკომოტივი“ კი „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - ლოკომოტივი 1:3
გოლები: 0:1 სიხარულიძე (7), 1:1 კუხიანიძე (19, პენ), 1:2 გავაშელიშვილი (27), 1:3 შონია (87)

სამგურალი (4-3-2-1): ქვილითაია, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, გილმორი (ვერულიძე 84), ქურდაძე, ფონიავა (კ) (ბურჯანაძე 84), ჩიხლაძე (ბუხაიძე 63), დ. კირკიტაძე, ლექვთაძე (დოლიძე 63), კუხიანიძე, კალანდარიშვილი

მწვრთნელი: ფრუიძე

ლოკომოტივი (4-2-1-3): მამარდაშვილი, გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა (კ), სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 74), იმრანი, შონია, თ. კირკიტაძე (ჭიაბრიშვილი 89), გავაშელიშვილი (იაკობიძე 68), სიხარულიძე (მუკბანიანი 89)

მწვრთნელი: დეკანოსიძე


მკითხველის კომენტარები / 5 /
ფრუიძემ გუნდი უნდა დაქოქოს თორემ გაუწირდება უკან თამაშს და კონტრშეტევაზე თამაშმა დააშვებია შეცდომები დაცვაში
uca
12 ივნისი 2021 09:09
0
კუხი ფლანგის თავდამსხმელია სწრაფი და მეტი შედეგიანი იქნება ბუხისთან შეწყილება თავდასხმაში ხომ შეიძლება ერთხელ მოსინGოს მწვრთნელმა მეკარის საწარიმოში ბუხა საუკეთესოა და გოლის გატანის ალგო აქვს
fanat
11 ივნისი 2021 09:16
0
ასეთი სუსტი თამაში დაცვის და ნახევარდაცვის ცუდია ან ვერ შეფასებაა მეტოქის
sos
11 ივნისი 2021 08:58
0
მორჩა ამათი ბლატაობა, დაიშალენ "ბიტლები"-ვით.
რატი
10 ივნისი 2021 22:32
0
სუსტი ამას არ ერქვა, ეს გახლდათ აბსოლუტური "0"!
ვიქტორ
11 ივნისი 2021 10:02
0

სიახლეები პოპულარული