ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ბათუმის "დინამომ" წყალტუბოში ვერ გაიმარჯვა, თუმცა მაინც გალიდერდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "სამგურალისა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ბათუმის "დინამოს", ისევე, როგორც თბილისის "დინამოს", 35 ქულა აქვს, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით ლიდერია, "სამგურალი" კი 23 ქულით მე-6 ადგილზეა.

18 ივნისს ბათუმის „დინამო“ „დილას“ უმაპინძლებს, ხოლო „სამგურალი“ ქუთაისში „ტორპედოს“ შეხვდება.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (ბთ) 0:0

სამგურალი (4-3-2-1): ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი, ქურდაძე, ბურჯანაძე, ფონიავა (ჩიხლაძე 75), კირკიტაძე (ლექვთაძე 75), დოლიძე (ვერულიძე 57), კიკაბიძე (კ), კუხიანიძე, კალანდარიშვილი

მწვრთნელი: ფრუიძე

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ნავალოვსკი (კ), მარგველაშვილი,
გაგოშიძე, ტეიდი, ჯიღაური (გაფრინდაშვილი 64), მანჯგალაძე (შინდაგორიძე 55), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ფანცულაია 84), გროზურეკი (ზარია 55), სანოგო (ნიქაბაძე 46)

მწვრთნელი: გეგუჩაძე