თბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის 3 მატჩი გაიმართა.

„თელავმა“ ციცქიშვილის მიერ 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა „სამტრედია“.

რუსთავი. “ტექნიკური ცენტრი“
თელავი - სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 ბაშელეიშვილი, 1:1 ილურიძე (58), 2:1 ციცქიშვილი (90+4)

თბილისის „დინამოს“ გალიდერების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 1:2 დამარცხდა „სამგურალთან“, რომელიც 67-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 ლექვთაძე (1), 0:2 ფონიავა (17), 1:2 გაბედავა (60, პენ)
გაძევება: გილმორი (სამგურალი - 67)

„ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“
2:1 სძლია და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა - მესამეზე გადავიდა.

თბილისი. მიხეილ მესხი“

საბურთალო - ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (45+1), 0:2 გოჩოლეიშვილი (46), 1:2 მჭედლიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვეცაძე მწვრთნელია და არა ფოკუხნიკი, ის ბიუჯეყი რაც "სამტრედიას" აქვს შეუხლებელია შედეგზე ფიქრი. იქნებ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ბ-ნი კალაძე ჩაერიოს და მინიმალური ფინანსურ ი თანადგომა აღმოუჩინოს კლუბს.
რატი
25 ივნისი 2021 09:19
0
მოაშორეთ ეს კაცი სამტრედიას, მთლად დააქცია და მოანადგურა კლუბი ამ ხუციშვილმა, საიდან მოვიდა, ვინ მოიყვანა, რა უფლება აქვს ამ კლუბზე საერთოდ?
კაკო
24 ივნისი 2021 14:00
2
"სამგურალი" ჩბეულებრივი "დინამოს" ფარმ-კლუბია,მაქს.ეცდება წყალტუბოს ზევით ათრევას, ეს ცნობილი თემაა რუსეთში და ორი ფეხბურთიდან დისტანცირებული პრეზიდენტი, ერთმანეთში რას ხლართავს, გულშემატკივრისთვის გაუგებარია და ქართ.ფეხბურთისთვის საზიანო.
vitali
24 ივნისი 2021 10:31
7
ფიფია წადი რა! გააპარტახე გუნდი!
MT
24 ივნისი 2021 10:26
0
ვიდრე დაწერთ როგორ ძლიერდება ნეფჩი დაწერეთ როგორ გაძლიერდა სამგურალი, შუქურა, დაჟე ბათუმიც
ako
24 ივნისი 2021 10:24
0
გაუმარჯოს სამგურალს!
ღლონტი
24 ივნისი 2021 09:31
0
კატასტროფაა დღევანდელი დინამო...წმენდა უნდა ჩატარებულიყო გუნდში შარშანვე...კლაკსვიკთან წაგებული შემადგენლობა რო უპერსპექტივოა (და არა მარტო კლაკსვიკთან წწაგებული) მაგას არც უნდა ლაპარაკი...ორ კვირაში მორიგი სირცხვილი ნეფჩთისთან იქნება და ესე გავიდა 100 წელი...ფიფია მშვიდად არის ნაგავი და ვადაგასული ფეხბურთელებით უნდა რო გავიდეს ლიგაზე (((
ოთო
24 ივნისი 2021 08:24
0
ხო მაგრამ ფული ვინ გაათეთროს?
: )))))))
24 ივნისი 2021 11:08
0
ვისაც ცხადაძე მწვრთნელი გეგონათ-შეფხიზლდებოდით ალბათ.
ოქრიაშვილის და გვილიას დონის ფეხბურთელებიც 300-400 000 ევროს ითხოვენ..ანუ ჯერ უნდა იპოვო,დაითანხმო და მერე მილიონი ლარი უნდა მისცე თითო გვილია-ქვილითაიას დონისას და თქვენც ხონიცით ფიფია მაგას რო არ გააკეთებს
Levani
24 ივნისი 2021 01:25
1
სამარცხვინო შედეგები აქვს ცეცაძეს..უკრაინაში თანაში ვერ მოიგო,საბურთალოდან გამოაგდეს,ნაკრებში იფურთხებოდა,სამტრედიაში სულ აგებს .რატომ არის ასეთი მწვრთნელი გუნდში?დაგვაწყდა უკვე ნერვები..წავიდესდა მოცილდეს გუნდს
samtredieli
24 ივნისი 2021 00:05
1

სიახლეები პოპულარული