ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"შუქურამ" "სამტრედია" დაამარცხა და მეშვიდე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
„შუქურამ“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა.

ქობულეთური გუნდი უპირატერსობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში გოლი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯერალდომ და მუსელიანმა დალაშქრეს ქურდაძის კარი და გაიმარჯვეს.

ამ მოგების შედეგად „შუქურამ“ 20 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზე გადავიდა და 7 აგვისტოს თბილისში „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო აუტსაიდერი "სამტრედია" იმავე დღეს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ფოთი. „ფაზისი“
შუქურა - სამტრედია 2:0
გოლები: 1:0 ჯერალდო (57), 2:0 მუსელიანი (64)