ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
23 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე "სამტრედიაში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall-ს ფეხბურთელის დედამ დაუდასტურა.

ფეხბურთელი კვლავ პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაში დარჩება და "სამტრედიას" ღირსებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე იჯარის წესით დაიცავს.

არაბიძე კლუბს თურქეთში გაჰყვება, სადაც 2-კვირიანი შეკრებაა დაგეგმილი.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ნახევარმცველს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა გია ცეცაძის ფაქტორის გამო მან "სამტრედიაში" თამაში არჩია.

შეგახსენებთ, რომ არაბიძემ გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის "როტორში" გაატარა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არ მოწონთ შენ გადარებენ, მოწონთ ისევ შენ, ეს იმიტომ რომ დიდი ფეხბურთელი ხარ! აი ამასაც რამდენი დისლაიქი ექნება ნახე, ეს გრუზიაა ბრატ! გრუზია! შენი კარგი არც ახსოვთ და ვერც ეხლა დაინახავენ, კაი ქენი რო ჩამოხვედი, აქ ფორმას აღიდგენ და იცი ყველაფერი. შენ ჩვენ ნუ გვისმენ! ჩვენ შურიანი და ბოღმა ხალხი ვართ.
რატი
00:01 17-07-2021
0
იარა, იარა ცხვირაბზუებულმა დიდი გუნდის მოლოდინით და ბოლოს იქ აღმოჩნდა, რაც ეკუთვნის და რისი დონეც აქვს
მიდი ვაჟა, გვასახელე!
14:37 14-07-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული