ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
23 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე "სამტრედიაში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall-ს ფეხბურთელის დედამ დაუდასტურა.

ფეხბურთელი კვლავ პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაში დარჩება და "სამტრედიას" ღირსებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე იჯარის წესით დაიცავს.

არაბიძე კლუბს თურქეთში გაჰყვება, სადაც 2-კვირიანი შეკრებაა დაგეგმილი.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ნახევარმცველს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა გია ცეცაძის ფაქტორის გამო მან "სამტრედიაში" თამაში არჩია.

შეგახსენებთ, რომ არაბიძემ გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის "როტორში" გაატარა.