როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული

AutoSharing Option
მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 32 წლის მეკარე როინ კვასხვაძე ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა და ეს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად გამოცდილ კიპერს დავუკავშირდით, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

მან გვითხრა, რომ "ტორპედოს" მხრიდან ინტერესი მართლაც არსებობს, თუმცა ჯერ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ კვასხვაძემ თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩისთან" საგარეო დაპარისპირების შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ კვასხვაძე "ტორპედოს" კარს 2015 წლიდან 2020 წლამდე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ კორუფცია არ არის ჩვენს ფეხბურთში მაგას ნაკრებში როგორ იწვევდნენ ან დინამოში როგორ მოხვდა? ( ჩხეტიანი მზითევი)....
nikalsena@gmail.com
24 ივლისი 2021 14:09
1
ეხლა ტორპედოს გააბედნიერებს!!! მთავარია თამაშის წინ თმების დასველება არ დაავიწყდეს ხოლმე!!!
!!!
24 ივლისი 2021 12:38
0
დინამო ხომ ააყვავა და ტორპედოში დაგლიხავს ახლა, ბაქოს ნეფჩთან 3 გოლი მაგის კისერზეა.
nunu
24 ივლისი 2021 11:47
0
არ მიყვარს ადამიანს რომ აჭერენ ცუდ დროს მაგარმ უნდა ვთქვა, როინ კვასხვაძე ოდესღაც ნორმალური მეკარე იყო მაგრამ ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს, და რაღაც კამრასავით მოუვიდა, დინამოს პერალესი ყავდა რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონო ჰქონდა თითქმის უშეცდომოთ ითამაშა ევრო თასებზეც ასე თუ ისე რაღაც ოდნავ შედეგი იყო თან იმ თამაშებშიც მეკარე საკმაოდ დამაჯერებელი იყო, თაღლითი ხელმძღვანელობა ისევ ატკუებდა ხალხს რომ გუნდს შეინარჩუნებდა მაგრამ მოხდა რაც ხდება ხოლმე, ცოტა ხანში მორიგი გენიალური სვლა სრულიად გაუგებარი მწვრთნელის მოყვანა რომელმაც ყველაფერთან ერთად კარებშიც თავისი ძმა ბიჭი დააყენა, ხომ ვიცით რომ კვასხვაძეს კონკურენციაში არ მოუგია ადგილი ის უბრალოდ სხვის ადგილზე დააყენეს და დააყენებდნენ ნებისმიერი სხვა მეკარე რომ ყოფილიყო ეხლა კი თუ ქუთაისში წავა იგივეს უზამენ დინო ჰამზიჩს აი ეს არის სამწუხაროდ.
ნიკო
24 ივლისი 2021 00:42
1
კი გამდოიყვანეთ და ევრო ტურნირებზე რომ გახვალთ საეჭვო შეცდომებს დაუშვებს და გყავდეთ მანდ ტორპედოში კვასხვაძესნაირები თუ მოიყვანეთ გუნდში ვერასდროს გახვალთ ევრო ტურნირებზე
ქომაგი
23 ივლისი 2021 22:34
4
რით ჯობია ტორპედოს ახლანდელ მეკარეს კვასხვაძე ? შეცდომებს უშვებს ხშირად გამოჩნდა ბოლო თამაშებში. არც მანამდე თამაშობდა საიმედოდ მოკლედ ფაქტია რო გუნდიდან გამოუშვეს შეცდომების გამო და ტორპედოს ჭირდება კი მსგავსი მეკარე პირველ ნომრად ?
TORP
23 ივლისი 2021 18:15
4
ნეტა თავის დროზე არ გამოეშვათ ტორპედოდდან! ამიტომ იყო რა ჩხეტიანის მოყვანა შეცდომა და რომ მოყვა თელი არმია!!
დინამო
23 ივლისი 2021 16:27
3
ნახევარი ტორპედო რომ გადმოიყვანეს გუნდში და ჩხეტიანმა დაღუპა დინამო ვითომ რამე ტაკტიკის ესმოდეს ნეტა
ქომაგი
23 ივლისი 2021 22:36
1
გეთანნხმები რო შეცდომა იყო ჩხეტიანის მისვლა დინამოში.. ქართულ ფეხბურთს მხოლოდ მაშინ ეშველება როცა დინამოში არ გაიქცევიან მთელი საქართველოდან სათამაშოდ და არც დინამო ინადირებს სხვა გუნდის ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებზე.. ჩემთვის ერთი რიგითი ქუთაისელი გულშემატკივრისთვის ისეთივე ფასეულია დინამო როგორც სხვა ნებისმიერი ქართული გუნდი, რადგან ჩვენ ქართული ფეხბურთი გვიყვარს.. პ.ს კვასხვაზე არ ჭირდება ტორპედოს ...
რიგითი
23 ივლისი 2021 22:02
1

სიახლეები პოპულარული