"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" "ტორპედოს" პრივატიზების პროცესს გამოეთიშა

AutoSharing Option
"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა" ქუთაისის "ტორპედოს" პრივატიზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპატრონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მოთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იმავე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია.

შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში.
მეტიც, ქუთაისის "ტორპედოს" ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ "ტორპედოს" და მის მომავალ ახალ მეპატრონეს".
მკითხველის კომენტარები / 7 /
ალბათ დიდი დეგრადირებული უნდა იყო, რომ ქართულ ფეხბურთში ფული, ბიზნესის საკეთებლად რომ ჩადო. თუ ფეხბურთი გიყვარს და დახმარება გინდა, მაშინ უნდა მოხვიდე და არა ბიზნესისი საკეთებლად. ასეთი შებერტყილი ინვესტორები ყავდა ტორბედოს 50-60 ათასი ხელფასი რომ დაინიშნეს.
ჰავლაბრელი ტიღუა
02 სექტემბერი 2021 17:17
0
მოკლედ კლუბი კი არა სხვათა ფულების ხერხვა-ათვისება-გადამუშავების საამქროა.
ასეთ საამქროს ვინ იყიდის, მერე რომ ნახევარი ქუთაისი პრეტენზიებით მოვიდეს - მე აქ ფული მაქვს დახარჯული, მერე რა რომ არაღრიცხულიო :)
ფეხბურთის ქუთაისელმა მოყვარულებმა საკუთარი სახსრებით შეჰქმენით (ბიუჯეტის ფულიც ხომ თქვენი ჯიბიდან ამოღებულია) ახალი კლუბი, დაივიწყეთ ამ კლუბის საქართველოს 4 გზის ჩეპიონობა და მომავალზე იფიქრეთ,არაფერი არ იქნება ცუდი თუ ერთ ქალაქს 2 კლუბი ექნება.
jango
30 აგვისტო 2021 22:27
3
შეიძლება ვინმესთვის უინტერესო იყოს,მაგრამ მე ძალიან მაინტეტესებს რატო მოვიდა გუნდში მანინი,რატო გადაიხადა რაღაც ვალები,რომელიც არ იყო ორი კაპიკი და რატო წავიდა?ან მოსვლა რა იყო ან წასვლა?არ შეიძლება ერთხელ დაინტერესდეს სამართალდამცავი ორგანოები ტორპედოთი.შეიძლება ასეთი განუკითხაობა?არა ვარ ქუთაისელი,მაგრამ ვარ ქართველი და ფეხბურთის გულშემატკივარი.ისევე ვგულშემატკივრობ ტორპედოს როგორც ბათუმს,თბილისს.რა გახდა ასეთი,რა საიდუმლოებებით მოცული სიტაციაა განა რომ ვერაფრით გავიგეთ რა ხდება ტორპედოში?რა მაფიაა ბოლო ბოლო? Ბევრი წამიკითხავს ფედერაციის თითქოს ინტერესსზე,ფიფიას ბრალეულობაზეც,მაგრამ ეს ყველაფერი ხო ზღაპარია.რეალური მიზეზი ვერ უნდა გავიგოთ რატო ან ვისი მიზეზით იღუპება ბოლო ბოლო ტრადიციების მქონე გუნდი?
jordan beli
30 აგვისტო 2021 22:13
0
სირცხვილი ქუთაისს.საღორიის ბაზაო.რამე ასოციაციას ხოარ იწვევს?ასეთი მავნებელი ხალხი ასე მშვიდად როგორ წყვეტს ამხელა ქალაქის ერთადერთი კლუბის ბედს ისე რო მომკითხავი არავინაა?ზუსტად საღორია.
Master
30 აგვისტო 2021 18:59
4
რა უნდა დაწერო ან თქვა აღარ ვიცი რა,არ ვიცი რეალურად ვინ იყო ეს ალიანს ჯგუფი და რისი გამკეთებელი იყო მაგრამ,ფაქტია უპატრონო ტორპედოში მოსვლის სურვილის გამჟღავნებიდან,რამოდენიმე დღეში გამოჩნდა მეორე მსურველი"დიდი" ამბიციებით,არამარტო გამოჩნდა რაღაც თანხაც მიიტანა გუნდის ვალების ნაწილის დასაფარად მგონი,რავი რა გარანტიით მიქონდა ის თანხა ვინ რას დაპირდა რას გაიგებს კაცი.ტენდერის პირობები რომ,ისეთი იყო ჭკუათ მყოფელი არ გაეკარებოდა ფაქტია,ჟურნალისტებო რთულია ვისთანაც დასასმელია ეს კითხვა რომ დაუსვათ ტენდერის გამომცხადებელ გენიოსებს,სტადიონის,ბაზის და სხვა მატერიალური ქონების გარეშე რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს სურვილი იყიდოს ტორპედო?დაფაროს 1000 რჯულის ავანტიურისტის მიერ დაგროვებული დაუსაბუთებელი 3 მილინ ლარამდე და კიდე 600 000 მდე ბიუჯეტში გადაიხადოს?2 ვარიანტია მხოლოდ,ან კორუფცია ან,აბსოლიტური უმეცრება,ჰოდა ეს ტიპები დიდი ალბათობით ოქტომბერში აირჩებიან ქუთაისის მართველობაში თავიდან და გაგრძელდება ისევ ეს ვათხანალია.
ანდრია
30 აგვისტო 2021 18:50
0
ქუთაისში ძაან ბნელი ხალხია მთავრობაში და არც ღირდა ტორპედოს შეძენა აჯობებს ფოთში ან ზუგდიდში ჩადოთ ინვესტიცია უფრო ახალი ინფრასტრუქტურაც აქვთ და ადვილადაც მოაგვარებთ
გიო სვანი
30 აგვისტო 2021 18:28
5
არგინდათ გთხოოვთ გამოძიება არ ჩაატაროთ.თაღლითებს მოუსმინეთ თავს რო გაიმართლებენ და დაბეჭდეთ!! თორე ისე წინ ხედავთ ვერ მივდივაართ რაც ქომაგია იმდღეშია ფეხბურთიც 0
beqa
30 აგვისტო 2021 17:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული