ოფიციალურად - ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ახალი მფლობელის ხელში ოფიციალურად გადავიდა. ამის შესახებ კლუბის "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით გახდა ცნობილი:

"კომპანია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" ქუთაისის ,,ტორპედოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. კლუბის ახალი გენერალური დირექტორი გიორგი მჭედლიძე იქნება.

კომპანიის განცხადებით, ქუთაისის ,,ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანი როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება.

სხვა სიახლეებს ეტაპობრივად გაეცნობით ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით."

"ტორპედო" ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს, უახლოეს შეხვედრაში კი, 12 სექტემბერს, გორის "დილას" ესტუმრება.


altკახა

კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს

alt"ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს - ქუთაისის მერიის განცხადება

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ მაინტერესებს რა დაპირებით მოვიდნენ მაგრამ ჯერ ხმას არ იღებს არავინ ველოდები ძალიან მაინტერესებს იმედია ახალ მეპატრონეებს საქართველოს ჩემპიონობა ზე მეტი ამბიცია ექნებათ
ბალეშიკა
07 სექტემბერი 2021 11:43
0
აზრი?ამათმაც ახლა ჩემპიონთა ლიგა არ მოიგონ ... კუჭავა
სიმართლე
06 სექტემბერი 2021 20:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული