"ტორპედოს" ლეგიონერები პალესტინისა და ზიმბაბვეს ნაკრებებში

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდი" საკუთარი გუნდის ფეხბურთელების სანაკრებო შეხვედრების შესახებ წერს:

"პალესტინის ეროვნულმა ნაკრებმა სანაკრებო პაუზის დროს 2 ამხანაგური მატჩი -  ყირგიზეთთან (0:1) და ბანგლადეშთან (2-0) გამართა. ფადი ზიდანმა ორივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, აქედან ბანგლადეშთან "ტორპედოელმა" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.

Sportall.Ge

ზიმბაბვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და პირველი მატჩიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართეს. "ტორპედოელმა" ალეკ მუდიმუმ აღნიშნული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. თამაში ფრედ, 0:0
დასრულდა. მომდევნო მატჩი დღეს, 7 სექტემბერს, ეთიოპიის წინააღმდეგ არის ჩანიშნული."

28 წლის ფორვარდი ზიდანი ქუთაისურ გუნდში 5 გოლისა და 2 საგოლე პასის ავტორია. 32 წლის მცველი ინკუმი გასულ სეზონში "სამტრედიის" რიგებში გამოდიოდა, "ტორპედოში" კი 17 მატჩში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს. 

"ტორპედოს" ოფიციალური გვერდი კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს - 18 წლის მეკარე დავით ასათიანი წლის ბოლომდე, იჯარით "ზესტაფონში" ითამაშებს, რომელიც ეროვნულ ლიგა 4-ში გამოდის. 

ქუთაისელთა მეკარეებს რაც შეეხება, გუნდში ახლა როინ კვასხვაძე, დინო ჰამზიჩი და ლევან შოვნაძე არიან. "ტორპედო", რომელიც ეროვნულ ლიგაში მე-9 პოზიციაზეა, 12 სექტემბერს გორის "დილას" ესტუმრება.

altოფიციალურად - ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს

მკითხველის კომენტარები / 2 /
რამდენმა კაცმა იცის რუკაზე პალესტინა და ზიმბაბვე?
ლაშა
18:14 08-09-2021
0
ეგეთი დრო მოვიდა, ქუთაისელები ადრე თუ შენგელიათი და სულაქველიძით ამაყობდნენ, ახლა ინკუმით და ფადი ზიდანით.)))
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული