ფიფია: "დინამოში" ამ დონის პროფესიონალებს ერთად არასდროს უმუშავიათ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ კახა ცხადაძემ გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

რომან ფიფია: "ზაზა დოლიძე ბიზნეს-მიმართულებით იმუშავებს,
კლუბს ასევე, ფინანსური დირექტორიც ეყოლება.

"დინამოს" მმართველი ე.წ. "ბორდი" იქნება, რაც სრულიად ახალი ტიპის სტრუქტურაა.

ცხადაძისა და რეხვიაშვილის დონის პროფესიონალებს "დინამოში" ერთდროულად არასდროს უმუშავიათ."

ალექსანდრე რეხვიაშვილი: "ძირითადი გათვლა "დინამოს" აკადემიაზე იქნება, გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ კი შესაძლებელია, ის ბიზნეს-პროექტად იქცეს და კლუბს დამატებითი შემოსავალი მოუტანოს."

კახა ცხადაძე: "დინამო" ყველას
საყვარელი კლუბი იყო, ახლა კი ერთგვარ სიძულვილის მიმართულებად გადაიქცა.

ჩვენ არსებული რესურსით მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, შემდეგ კი არაერთი ისეთი ფეხბურთელის დამატება იგეგმება, უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრები რომ იყვნენ."

altბათუმელთა ხელიდან გაშვებული და "თელავის" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
2030 წელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი დინამო.თბილისი-ქუთაისი. ტორპედო . ვისაც არ გჯერათ მოითმინეთ . ამხანაგი კახაბერ კუჭავა, ფიცავ არქიფო ბიძიას ...
სიმართლე
14 სექტემბერი 2021 22:44
3
ქოცმაცუნების ზღაპრების გაგრძელება ... ამხანაგი კახა კუჭავა .... ვავა ვავა
დათო
14 სექტემბერი 2021 22:40
3
კაბინეტებში რომ მედლები და სიგელები უკიდიათ, ესაა ხოლმე სასაცილო
მორიელი
14 სექტემბერი 2021 16:14
0
ამან დინამოს ისტორია არ იცის,თორემ ასეთ სისულელეს არ იტყოდა.
სტატუს ქუო
14 სექტემბერი 2021 15:10
0
ეს რომ ლაპარაკობს თან ნიჩურტი უკეთია ხელებზეც და ფეხებზეც,
მე-14 სკოლა
14 სექტემბერი 2021 13:25
0
კი, თქვენ როგორც იტყვით უცებ. დინამოში ახალკაცი მუშაობდა ,ყიფიანიც და ხურცილავაც.ჯერ სამი საკვალიფიკაციოს კიტრი მაინც დანაყონ, ყიდე -გაყიდე მეათეხარისხოვანია.
sddd
14 სექტემბერი 2021 12:17
0
ამის უნამოსო . . . ისე ამაყად ზის ამ თასის წინაშე, რომ მისი მოგებული იყოს თითქოს. ან რაიმე მოგებული ჰქონდეს ამ აფერისტს. ზღაპრებს რომ გვიყვება ამდენი წელია. მაგრამ ეგ არის, რაც ერი, ის ბერი. გასდის და!!! ვინმე არის მომკითხავი თუ რა დღეში ჩააგდო მისმა მმართველობამ გუნდი, სადამდე მიიყვანა?! სამწუხაროა რომ ძველი დინამოელები და ჟურნალისტები 70-80 იანებში არიან ჩარჩენილები და იმ ძველი დიდებით ტკბებიან, როგორც საერთოდ ყველა ჩვენ 900 წლის წინანდელი დიდგორით . . .
ანდრო
14 სექტემბერი 2021 10:48
0
რას ეწევა ამნაირს
:))
14 სექტემბერი 2021 06:49
0
ამათ მგონი მართლა ჯერათ რასაც იძახიან
ნიმბუსი
14 სექტემბერი 2021 00:51
2
იხალისეთ და გუნდობანა ითამაშეთ, წადით ეხლა სახლებში,
100%
13 სექტემბერი 2021 22:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული