ათგოლიანი მატჩი ბათუმში - "დინამომ" "ლოკომოტივი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ სახლში „ლოკომოტივი“ 7:3 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში ჩატარებული მატჩი მოულოდნელად სტუმართა შეტევებით დაიწყო, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს, როდესაც ჯიღაური დებიუტანტ ვადის გაექცა და ბურთს სპენკელინკის კარში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ ბათუმელები ინიციატივას დაეუფლენ, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ დარცმელიამ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კირკიტაძე აზაცკის გაექცა და „ლოკო“ დააწინაურა. თუმცა, „რკინიგზელთა“ სიხარული ხანმოკლე გამოდგა - შეცვლაზე შესულმა ნავალოვსკიმ საჯარიმოს გარედან მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, ვადიმ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, მეკარესაც ხელი
შეუშალა და - 2:2. შემდეგ ჩაწოდებული კუთხურისას ჯიღაური უმეთვალყურეოდ დატოვეს და თავურით დაამწუხრა დედაქალაქელები, 72-ე წუთზე გაფრინდაშვილი ფლანგზე ადვილად დაუსხლტა მეურვეს და კარის წინ ფანცულაიას საგოლე გადაცემა გაუკეთა, მერე თავად გაფრინდაშვილმაც გაიტანა, ფანცულაიამ დუბლი შეასრულა, აზაროვმაც გამოიჩინა თავი, ხოლო ბოლოს გავაშელიშვილმა ანგარიში შეამცირა.

მოკლედ, ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელის, გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მეტოქეზე უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და უთუოდ უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის დაცვის ძალიან ცუდი თამაში.

20 სექტემბერს ლიდერი ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება, მეხუთეადგილოსანი „ლოკომოტივი“ კი „სამგურალს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ლოკომოტივი 7:3
გოლები: 1:0 ჯიღაური (21), 1:1 დარცმელია (51), 1:2 კირკიტაძე (55), 2:2 ნავალოვსკი (65), 3:2 ჯიღაური (69), 4:2 ფანცულაია (72), 5:2 გაფრინაშვილი (80), 6:2 ფანცულაია (84), 7:2 აზაროვი (87), 7:3 გავაშელიშვილი (89)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 19), ზარია (ფანცულაია 57), ჯიღაური (გროზურეკი 77), ტეიდი, მანჯგალაძე (ნავალოვსკი 57), მამუჩაშვილი, ფლამარიონი (ნიქაბაძე 77)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

ლოკომოტივი (4-3-3): სპენკელინკი, ანდრონიკაშვილი, გაბაძე (მჭედლიშვილი 82), უბილავა (კ), ვადი, დარცმელია, სამურკასოვი, იმრანი, შონია (კახაბრიშვილი 74), კირკიტაძე (ჭიაბრიშვილი 82), სიხარულიძე (გავაშელიშვილი 74)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო,ლოკომოტივის ასე დაშლა.ბათუმის დინამომ კი,საქმისადმი პროფესიული მიდგომის მაგალითი გვიჩვენა.ჩვენში ცუდ ტონად ითვლება მეტოქის განადგურება,მაგრამ თუ ასე არ მივუდექით საქმეს,სხვანაირად არაფერი გამოვა.ლოკომოტივს რომ ეცოდინებოდა ბათუმი ბოლომდე გადაუვლიდა,არ გაჩერდებოდა და ასეთი ანგარიშით არ წააგებდა.ყოველი გუნდის ბოლომდე ბრძოლა კი,აუცილებლად აამაღლებს კლუბების ბრძოლისუნარიანობას და შესაბამისად კლასს.თანაც როცა ორივე მეტოქე,ბოლომდე მთელი ძალით იბრძვის,მაყურებელსაც გული მოუბრუნდება სტადიონისაკენ.
სოსო
17 სექტემბერი 2021 17:56
0
"დინამო" ბათუმი ჩემპიონობისკენ მიიწევს... წარმატებები...
tngh
17 სექტემბერი 2021 16:16
0
ყოჩაღ ბათუმი. რა ფული არ აქვს ლოკოს სათადარიგოები რომ არ ყავს ? მთელი სილქნეტი მაგათ უკან დგას. ბაიერნი ბარსელონა იყო რა. გააფარჩაკეს
555
17 სექტემბერი 2021 12:31
1
სადამდე დავიდა ქართული ფეხბურთი, სადამდე. უკვე არაფრის იმედი არ მაქვს. ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ და არა მწვრთნელები. დამისახელეთ გუნდი მსოფლიოში რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები არ ჰყავდეს და შედეგები ჰქონდეს.ვერ დაასახელებთ. გული მიკვდება რაც საკლუბო ფეხბურთში ხდება.ისეთმა ქვყნების კლუბები მოხვდნენ ევროპის ჯგუფებში, რომ გული გეტკინება.მე 1976 წლიდან, ვუყურებ ფეხბურთს. ნანახი მაქვს დინამოს ოქროს თაობის თამაშები. იმათი შთამომავლები თუ ესა ვართ, გადაგვარების გზაზე ვართ და ეს არი.ყოფილ სსსრკ-ში თბილისის დინამო (ანუ საქართველოს ნაკრები) მესამე გუნდი იყო რუსეთისა და ურაინის შემდეგ. ეხლა კი ამ ორი ქვეყნის გარდა გაგვასწრეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა, მოლდოვამ, ყაზახეთმა, ბელარუსმა, ესტონეთმა და ლატვიამ.ჩამოთვლილი ქვეყნების კლუბების უმრავლესობას უმაღლესი კი არა პირველი ლიგაც არ ქონდათ ნანახი. ამიხსენით ასე როგორ დავჩაჩანაკდით. ეს დაახლოებით იგივეა , რომ ბრაზილია დაქვეითდეს ისე როგორც მაჩანჩალა გუნდი. იმას ვერავინ დამაჯერებს რომ საქართველოში ტალანტები არ იბადებიან, როგორ შეიძლება ამხელა წარსულის და ფეხბურთის ჯადოქრების ქვეყანაში ნიჭიერები არ იბადებოდნენ. ყველაფერს თავი რომ დაანებო 1981 წელს უეფამ საუკეთესო 20 ფეხბურთელში 4 თბილისის დინამოელი შეიყვანა : ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე და გუცაევი.
ესიგი რა გამოდის ჩვენ არასწორად ვზრდით თაობებს თორემ ნიჭიერება ღმერთისგან ბოძებული სიმდიდრეა.ამაზე არის დასაფიქრებელი და სამუშაო ჩასატარებელი, ფედერაცია ამიტომ გვჭირდება რომ საფეხბურთო ფილოსოფია და პოლიტიკა შეცვალოს. ჩვენ კი თითქმის ბოლო ოცი წელიწადია ერთ ადგილს ვტკეპნით.სიმართლე თუ გინდათ მე ქართული ფეხბურთი ბოლო 40 წელიწადია არ მინახავს. 1982 წლიდან დაიწყო კრიზისი, რომელიც გაღრმავდა და დღეს სადაც ვართ კი ხედავთ, ეს უკვე კატასტროფაა.
გია
17 სექტემბერი 2021 12:11
2
ესენი ერთმანეთს წეწავენ))
ელგუჯა
17 სექტემბერი 2021 09:54
0
რეალიზაციის მაღალი პროცენტი, ნეტა თურქებისთვის გაეტანათ!
მერაბი
17 სექტემბერი 2021 09:39
1
სადაც გასატანი იყო იქ გაგეტანათ :)
ABCABC
17 სექტემბერი 2021 03:10
2
შენ ეტყობა ისევ მეცხვარე დინამო თბილისი გინდა გახდეს ჩემპიონი
mamuka
17 სექტემბერი 2021 16:55
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული