"ბაიერნის" აღზრდილმა ფეხბურთელმა "საბურთალოს" "თელავთან" გამარჯვება 90+3-ე წუთზე მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „საბურთალომ“ „თელავი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 76-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ დააწინაურა, ერთ წუთში გიორგი გოჩოლეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეცვლაზე შესულმა გერმანელმა ნახევარმცველმა სიმონ სეფერინგსმა კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა. სეფერინგსი „ბაიერნის“ აღზრდილია და „საბურთალოს“ ახლახან შეუერთდა.

„საბურთალო“ 39 ქულით მესამე ადგილზეა და 20 სექტემბერს გორში „დილას“ შეხვდება, 25 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ კი იმავე დღეს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საბურთალო - თელავი 2:1
გოლები: 0:1 ჩოგაძე (76), 1:1 გოჩოლეიშვილი (77), 2:1
სეფერინგსი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნატურალიზაცია და ნაკრებში სასწრაფოდ!!!
sergo
17 სექტემბერი 2021 10:08
1
ეს თამაში გამოსაძიებელია:)
..
17 სექტემბერი 2021 01:16
4
ბიუჯეტიდან შევუწყვიტოთ დაფინანსება და გაყიდონ თამაშები არ ვარ წინააღმდეგი
Gia
17 სექტემბერი 2021 01:55
1

სიახლეები პოპულარული