ლევან მჭედლიძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" გულშემატკივართა ჯგუფმა - "ჩვენ ვართ ტორპედო", თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 წლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

თუმცა ქუთაისურ კლუბს ჯერ მჭედლიძესთან კონტრაქტის გაფორმება არ დაუდასტურებია.

ლევანი "ემპოლიში", "პალერმოში", თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.

მას საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გულით გამიხარდა ეს ამბავი. კიდევ უფრო მეტად გამიხარდება, თუ კი სტაბილურად თამაშს შეძლებს. ტრავმის გარეშე მყოფი მჭედლიძე დიდი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანობით არ /ვერ გამოირჩეოდა , ბურთს კარგად იჭერს და ჭკვიანურად ანაწილებს. წარმატებები ლევანს და ტორპედოს
ხომ ერა
07 ოქტომბერი 2021 23:58
0
იმედია ლაზარეთზე მეტ დროს მინდორზე გაატარებს!
ქომაგი
07 ოქტომბერი 2021 22:18
3
მირიგი ზღაპარი .
ხელფასს გამოუწერენ და თამაშით არაფერს არ ითამაშებს.
გენა
08 ოქტომბერი 2021 09:00
1
არველაძის მერე მჭედლიძის და სანდრო იაშვილის ნაირი ნიჭის და მონაცემების ცენტრფორვარდი არ გვყოლია, დასანანია რომ კარიერა ვერ ააწყვეს.
semi
08 ოქტომბერი 2021 11:06
1
რა კარიერა?! ძალიან ხმამაღალი განცხადებაა! კიდევ ერთი ტალანტი, რომელმაც ვერ გაამართლა, დასანანია!
მერაბი
08 ოქტომბერი 2021 09:24
1
რა ხანია არ გამიგია ეთამაშოს. გამოდიოდა ბათუმის შემადგენლობაში შეცვლაზე მაინც?
თამაშობს კიდევ?
07 ოქტომბერი 2021 22:01
2
შემდეგი დვალიშვილი იქმება. ჭანტურიაც მოგეძებნათ ბარემ))))))))))
ანდუყაფარი
08 ოქტომბერი 2021 16:13
0
დაცვიდან უნდა დაიწყოთ გუნდის შენება და მჭედლიძის დამატება არაფერში არ ითვლება, რადგან 100%-ით დარწმუნებული ვარ ტრამვების გამო ვერ ითამაშებს და ვერ გამოადგება გუნდს.
Anti
08 ოქტომბერი 2021 14:40
1
გუნდის შექმნას აპირებენ თუ პენსიონერების სანატორიუმის.
იბერიელი68
09 ოქტომბერი 2021 15:51
0

სიახლეები პოპულარული