ლევან მჭედლიძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" გულშემატკივართა ჯგუფმა - "ჩვენ ვართ ტორპედო", თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 წლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

თუმცა ქუთაისურ კლუბს ჯერ მჭედლიძესთან კონტრაქტის გაფორმება არ დაუდასტურებია.

ლევანი "ემპოლიში", "პალერმოში", თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.

მას საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გულით გამიხარდა ეს ამბავი. კიდევ უფრო მეტად გამიხარდება, თუ კი სტაბილურად თამაშს შეძლებს. ტრავმის გარეშე მყოფი მჭედლიძე დიდი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანობით არ /ვერ გამოირჩეოდა , ბურთს კარგად იჭერს და ჭკვიანურად ანაწილებს. წარმატებები ლევანს და ტორპედოს
ხომ ერა
23:58 07-10-2021
0
იმედია ლაზარეთზე მეტ დროს მინდორზე გაატარებს!
ქომაგი
22:18 07-10-2021
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული