18 დამატებული წუთი, თელაველთა წარმატებული სერია და განწირული "სამტრედია" [VIDEO]

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 30-ე ტური ორი შეხვედრით გაიხსნა.

"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა. ეს გუნდები ცხრილის უკანასკნელ 2 საფეხურს იკავებენ. სამტრედიელებს გადარჩენის თეორიული შანსისთვის გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებოდათ.

23-ე წუთზე ნიკოლა პრელჩეცმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა - მათე კვირკვიას პასი შეირგო და იმერლები დააწინაურა. ქობულეთელებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს - ზურაბ მუსელიანმა ჟუნინიოს საგოლე პასი გამოიყენა.


20.10. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"

"სამტრედია" - "შუქურა" 1:1


გოლები: 1:0 პრელჩეცი (23), 1:1 მუსელიანი (34)

მომდევნო ტურში,
24 ოქტომბერს, ბოლოადგილოსანი სამტრედიელები საჩემპიონოდ შემართულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებენ. ამავე დღეს "შუქურა" "ლოკომოტივს" მიიღებს.

"სამგურალი" და "თელავი" კი ცდილობენ, სახიფათო ზონას მაქსიმალურად დაშორდნენ. ეს გუნდები ერთმანეთს წყალტუბოში დაუპირისპირდნენ.

სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე, ირაკლი რუხაძის გოლით გახსნეს და ეს გოლი ერთადერთი გამოდგა.

მეორე ნახევარში ორი ფეხბურეთელი გააძევეს - ჯერ სტუმართა მეკარე ლუკა სანიკიძე, შემდეგ კი მასპინძელთა ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა. შეხვედრის ძირითად დროს 18 წუთი დაემატა.

თელაველებს მშვენიერი სერია აქვთ, ამ გამარჯვების შემდეგ კი 36 ქულა დააგროვეს, მე-6 ადგილს იკავებენ და დღევანდელ მეტოქეს 1 ქულით გადაასწრეს.


20.10. წყალტუბო, "26 მაისი"

"სამგურალი" - "თელავი" 0:1

გოლი: 0:1 რუხაძე (45+5)

24 ოქტომბერს "სამგურალი" გორში "დილას" ესტუმრება, "თელავი" კი ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდება.

altთბილისის "დინამომ" ქულები ისევ დაკარგა, "დილა" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

altბათუმის "დინამომ" აჭარულ დერბიში გაიმარჯვა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
სამარცხვინოა, კალაძის მშობლიური გუნდი ლიგიდან ვარდებოდეს და ჩიხურა მეორე ლიგიდან
ზვიადი
21:08 20-10-2021
4
ნიამ ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა თელავის კარში ერთი ბუხაიძეზე და მეორე ფონიავაზე პირველი გოლი ორი წუთი გადამეტების მერე გავიდა ამ დროს სამი წუთი იყო დამატებული
გია
10:06 22-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული