სენსაცია - ბათუმის "დინამო" აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის დასრულებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. 31-ე ტური 2 შეხვედრით გაიხსნა, რომელთაც საკმაოდ დიდი სატურნირო მნიშვნელობა გააჩნდათ.

ფაქტობრივად, განწირულმა "სამტრედიამ", რომელიც შეხვედრის წინ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძის გარეშე დარჩა, ჩემპიონობასთან საკმაოდ ახლოს მყოფ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სამტრედიელებმა, რომელთაც დროებითი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი მოძღვრავდა, ერთადერთი გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე გაიტანეს - ანატოლი მესიაჩენკომ ავთო ენდელაძის პასი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ - 45-ე წუთზე გიორგი ახალაძე გააძევეს.

VideoSportall.Ge
სამტრედია - ბათუმის დინამო
1:0

ბათუმელებს თამაშის ბედის გადაწყვეტა მანამდე შეეძლოთ, თუმცა გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თბილისის "დინამოს" შესაძლებლობა ეძლევა, ლიდერს 4 ქულამდე მიუახლოვდეს.

24. 10. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"

"სამტრედია" - "დინამო" (ბათუმი)  1:0

გოლი: მესიაჩენკო (90)

მომდევნო ტურში, 1-ელ ნოემბერს, "სამტრედია" ლოკომოტივს" ესტუმრება, "დინამო" კი "საბურთალოს" უმასპინძლებს.

ფოთში გამართულ შეხვედრას კი უფრო დიდი მნიშვნელობა ნომინალური მასპინძლებისთვის ჰქონდა - "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მისი მეტოქე "ლოკომოტივი" კი ოთხეულს საკმაოდ ჩამორჩება, თუმცა ახლოს არც სახიფათო ზონასთანაა.

Video


ამ დაპირისპირებაშიც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თუმცა ფავორიტებმა იმარჯვეს. სტუმრებმა მხრიდან დავით უბილავამ 35-ე წუთზე გაიტანა.

24.10. ფოთი, "ფაზისი"

"შუქურა" - "ლოკომოტივი" 0:1

გოლი: უბილავა (35)

პირველ ნოემბერს "შუქურა" "სამგურალს" ესტუმრება,  "ლოკომოტივი" კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.

altცეცაძემ სეზონი ვერ დაასრულა - "სამტრედია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

altფრე დედაქალაქელებთან და ბათუმის "დინამო" ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

alt"ტორპედომ" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 14 /
ასე იცის ტოტალიზატორმა !
!!!
24 ოქტომბერი 2021 18:22
8
ტოტალიზატორმაც იცის მარა სამტრედიას მეკარე რო მაგარ ფორმაშია ფაქტია .
goga
24 ოქტომბერი 2021 22:52
0
სამტრედია ყველა დარჩენილ თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებს და ამით კიფევ ერთხელ დაამტკიცებს ცეცაძეა თუ ვიღაც მის არაპროფესიონალიზმს და არაადეკვატურობას, მსაჯზე ფურთხება არაა ნორმალური, ხოლო კალაძეების ღალატი ძვირად დაუჯდება.
დიტო
25 ოქტომბერი 2021 10:37
1
ვინ გითხრალარიენ ბიო მაი ამბვი შენვენ? შენთხვევით გატანილი უმაქნისი მესიაჩენკოსაგან მართლა დიდი რაცხა გგონიათლარიენ თქვენ? ყველა შემდეგი მატჩი განწირულად წაგებული აქვებლარიენ სამტრედიელებს. მაგ გუნდი დასაშლელია სიმონ ფაჩიკოს გარმონივით :)
kakoie
25 ოქტომბერი 2021 19:07
1
დღეს იმედში ,გია ცეცაძე ამბობდა,იქ ყოფნით გუნდს ვერაფრით დავეხმარე და იქნებ ჩემი წამოსვლით ეშველოთ რამე,ზოგჯერ ასეც ხდებაო.ჯერ გამართლდა მისი იმედი და იმედია საკუთარ თავში ძალებს მონახავენ,ქულები მოაქუჩონ.
სოსო
24 ოქტომბერი 2021 18:19
0
მოაქუჩონ))) რა სიმინდის ყანაა?)) იქნებ რამე სხვა გასართობი გენახა? ფურთხება კი იცი და ღალატშიც ოსტატი ყოფოლხარ.
ვილი
25 ოქტომბერი 2021 17:45
0
აზიის ტოტალიზატორებში რა ხდებოდა დღეს და გუშინ ნეტა?გოლის დროს ბათუმელი ფეხბურთელები 5 და 11 ნომრები "ზე"აქტიურები იყვნენ ბურთის ართმევაზე.ქართული ფეხბურთის რეალური სახე და ამ სპორტში გადაყარა სახელმწიფომ ბოლო წლებში ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარამდე!!!
ჟორა
24 ოქტომბერი 2021 22:41
8
ოხ ეს საშინელი, საშინელი ტოტალიზატორი
გულშემატკივარი
25 ოქტომბერი 2021 17:51
2
ეს ცეცაძე ცოტა ადრე წა...!
რატი
24 ოქტომბერი 2021 23:37
0
თუკი დაუჯერებელი სასწაული მოხდა და სამტრედია გადათააშებაში მოხვდა, ის გაგრას აჯობებს გადათამამაშებაში, ხოლო აი მერანი კი ტორპედოს ადგილს დაიკავებს ელიგაში. თუმცა სჯობს ტორპედო დარჩეს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.
Jango
25 ოქტომბერი 2021 18:59
0
შეთქმულების თეორიიდან შორს ვარ, მაგრამ ამ ქვეყანაში რადგან ყველაფერი პოლიტიზირებულია, არაა გამორიცხული საბოტაჟი, "მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრი წავიდა",(შექსპირი) კალაძეების წინააღმდეგ გაკეთებულს ჰგავს, ის ტაქტიკა და სტრატეგია რასაც ე.წ. მწვრთნელი გუნდს ავალებდა და ბოლო აკორდი, ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქს და მის მამას რო უკეთებ სხვა არაფერია მათზე "სილის გაწნა", კალაძეებს ეყოთ ღირსება და არ ჩაერიენ, რასაც ვერ ვიტყვით სხვა პრეზიდენტებზე,(სამგურალი-მარტვილი),ყველას ახსოვს, მაგრამ ოდნავი პატივისცემა და მადლიერება გამოხატე რა, შენ და შენ პროტეჟე არაბიძეს ისეთი ხელფასი დაგინიშნეს, მთელ გუნდს ჯამში რო არ ქონდათ. აქ არაფერი იმალება, მითუმეტეს ფეხბურთში.
ფარნა
25 ოქტომბერი 2021 16:58
2
დღევანდელი თამაშის ანგარიში რომ ვნახე( ლაივს არ მიყურებია) ვიფიქრე ალბათ სამტრედიას დაუთმეს მეთქი aba.gif და თავიდან ბოლომდე ვუყურე ჩანაწერს! ეს თამაში ქურდაძემ მოიგო yes.gif რამდენჯერ გადარარჩინა გუნდი…არადა ბათუმლებს რომ გამართლებოდათ 2-3 ბურთი პირველ ტაიმში უნდა გაეტანათ უკვე wink.gif …ტაშს ვუკრავ სამტრედიელთა შემართებას sa.gif ათი კაცით დარჩენილები მაინც კარგად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებშიც სახიფათოთ იკბინებოდნენ biggrin.gif ბათუმლებს საშინლად არ გაუმართლათ,თან მსაჯობა იყო ვერ ვიტყვი რომ გამიზნულად ცუდი ,მაგრამ bis.gif ეეხ რა ვიცი რა ვიცი sad.gif ისე ცოტა ინტრიგისთვის მგონი ჯობია სხვაობა 4 ქულამდე რომ შემცირდეს rolleyes.gif მარა თბილისის დინამო მოიგებს რო lol.gif
ემზარ
24 ოქტომბერი 2021 21:15
3
შარშან დაახლოებით ასეთი სცენარით დაკარგა ბათუმმა ჩემპიონობა. ეხლა მაინც ისწავლეთ შეცდომების გამოსწორება!
მერაბი
25 ოქტომბერი 2021 16:16
1

სიახლეები პოპულარული