მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა: 22-ე წუთზე მასპინძლები სიხარულიძემ დააწინაურა, პავიშიჩმა კი ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე გადრანმა თავურით „სამტრედია“ წინ გაიყვანა, თუმცა შემდეგ სიხარულიძემ და დიასამიძემ (ორჯერ) დალაშქრეს ქურდაძის კარი და „ლოკომ“ გაიმარჯვა.
50 ქულით მეხუთე ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი“ 6 ნოემბერს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო აუტსაიდერი „სამტრედია“ 7 ნოემბერს „სამგურალს“ მიიღებს.
საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - სამტრედია 4:2
გოლები: 1:0 სიხარულიძე (22), 1:1 პავიშიჩი (39), 1:2 გადრანი (56), 2:2 სიხარულიძე (71), 3:2 დიასამიძე (72), 4:2 დიასამიძე (80)