"ლოკომოტივმა" ექვსგოლა მატჩში "სამტრედიას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „ლოკომოტივმა“ საგურამოში „სამტრედია“ 4:2 დაამარცხა.

მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა: 22-ე წუთზე მასპინძლები სიხარულიძემ დააწინაურა, პავიშიჩმა კი ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე გადრანმა თავურით „სამტრედია“ წინ გაიყვანა, თუმცა შემდეგ სიხარულიძემ და დიასამიძემ (ორჯერ) დალაშქრეს ქურდაძის კარი და „ლოკომ“ გაიმარჯვა.

50 ქულით მეხუთე ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი“ 6 ნოემბერს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო აუტსაიდერი „სამტრედია“ 7 ნოემბერს „სამგურალს“ მიიღებს.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“

ლოკომოტივი - სამტრედია 4:2
გოლები: 1:0 სიხარულიძე (22), 1:1 პავიშიჩი (39), 1:2 გადრანი (56), 2:2 სიხარულიძე (71),
3:2 დიასამიძე (72), 4:2 დიასამიძე (80)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნათქვამია "ჩხუბის მერე ხელებს არ იქნევენო",მაგრამ ვინმემ იკითხა ნახევრად მშიერი ბიჭები, უხელფასოდ რას იზამდნენ, იმ "არქმა" ააშენა ნახევარი თბილისი და რანაირი სპონსორია? ის ვიღაც ე.წ. ფურთხიაც კი დაითესა, პეტრიაშვილის სტადიონზეც კი აღარ უშვებენ, "ფული არ გვაქვსო", წარეკეს სამტრედიაში რაღაც შენობაში, კვება შეუჩერეს, სამზარეულოც კი არ აქვთ თავისით რო იკვებონ, ან რითი? ხელფასი კაი ხანია არ უნახავთ. ვინაა ხმის ამომღები? ეგრევე მტრად მოგნათლავენ. აი ესეა ბატონებო.ნუთუ ეს თემა ჯურნალისტებს არ აინტერესებთ. აქ ვიღაც გულშემატკივრის პოსტით რო არაფერი შეიცვლება ხო ცხადია.
რატი
13:18 04-11-2021
0
მსაჯს მიხატულიაქვს თვალები? პირველი და მეორე გოლი ლოკომოტივის ორივე არასწორად ჩაუთვლია მსაჯს...მეორე მითუმეტეს აშკარად ხელით გაისწორა და ისე გაუტანია...
romandro
01:42 02-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული