"საბურთალო" შუბითიძეს დაემშვიდობა და გუნდი კორღალიძეს ჩააბარა

AutoSharing Option
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, "საბურთალო" მწვრთნელს, ხვიჩა შუბითიძეს დაემშვიდობა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

"საბურთალოს" კვლავ ლევან კორღალიძე გაწვრთნის, რომელმაც ამასთან დაკავშირებით კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"„მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

„საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს.

მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება, კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები „საბურთალოში“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხელმძღვანელობას მეტი გაქანების ტვინი არ ააქვთ, წრეზე დადიან და ვერ ხვდებიან დიდი ხანია
ayyy
11:49 05-11-2021
1
უმადურობას საზგვარი არა აქვს რას ერჩოდენ მწვრთნელს არა კაცია კაშია
sindisi
09:22 04-11-2021
1

სიახლეები პოპულარული