ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, "საბურთალო" მწვრთნელს, ხვიჩა შუბითიძეს დაემშვიდობა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
"საბურთალოს" კვლავ ლევან კორღალიძე გაწვრთნის, რომელმაც ამასთან დაკავშირებით კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:
"„მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.
„საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს.
მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება, კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები „საბურთალოში“.