შეუჩერებელმა "დილამ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა და ბათუმის "დინამო" თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დილამ“ თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრების დაწინაურება ხარაბაძემ ვერ შეძლო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მასპინძლები ბიძინაშვილმა წინ გაიყვანა - მან მიჯრით მეოთხე მატჩში გაიტანა. „დინამო“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა, „დილამ“ კი კონტრიერიშისას სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

თბილისის "დინამო" ჩემპიონატის დასრულებმდე 3 ტურით ადრე ბათუმის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება და ზღვისპირული გუნდი, ალბათ, პირველად მოიპოვებს ოქროს მედლებს.

"დილამ" ზედიზედ მეხუთე შეხვედრა საერთო ანგარიშით 13:1 მოიგო და მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს" 4 ქულითღა ჩამორჩება.

გორი. „თენგიზ
ბურჯანაძე“

დილა - დინამო (თბ) 1:0
გოლი: ბიძინაშვილი (47)

დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი (ნემსაძე 76), ნონდი, მაისაშვილი (კ) (მანზი 73), სილვა, სანტოსი, გაგნიძე, ღუდუშაური (ბუღრიძე 72), ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 72), კამარა, მადინგა

მწვრთნელი: დემჩენკო

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა (კ), ბენიო, ხარაბაძე (გაბედავა 80), რადინი (მოისწრაფიშვილი 69), მექვაბიშვილი, სპორკსლედე (მორჩილაძე 69), ბარნსი (ქარდავა 80), მარუშიჩი, ქავთარაძე (კუცია 56)

მწვრთნელი: ცხადაძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
დილას ეტყობა მწვრთნელი რო ყავს ,მოთამაშეები დარბიან თავისუფალ ზონებს ეძებენ ერთმანეთს ეხსნებიან. დინამოზე კი რა ვთქვა ცხადაძეს მარტო შეცვლები და სასტარტოს დაყენება ევალება ??? შე კაი კაცო მოთხოვე ფებურთელებს სირბილი და არა ძუნძულით თამაში ,ეზარებათ მოედანზე ჟილკიანი თამაში? დაიზლაზნებიან გეგონება სათოხარიდან იყვნენ პირდაპირ მოედანზე გასულები, თორემ შემადგენლობით დილას ერთი ორად აღემატება დინამო ,სამწუხაროდ მწვრთნელი არ ყავს მომთხოვნი და გამჭრიახი დინამოს!!! ...
დათო
09 ნოემბერი 2021 21:40
0
დილას ვუსურვებ ვერცხლის მედლებს
მახო
07 ნოემბერი 2021 12:01
1
რანაირად არის დილა საუკეთესო გუნდი და ჯობს ორივე დინამოს, როცა ცხრილში მათზე ქვემოთაა??? ლოგიკა ხომ უნდა იყოს თქვენს ნათქვამში.უბრალოდ ამ კონკრეტულ მომენტში დილა სხვებზე უკეთეს ფორმაშია, მხოლოდ ეს არის და ეს.
Levani-ს
07 ნოემბერი 2021 04:28
2
გუნდის გარდა ყველაფერია დინამო, მაგრად წვალობს, იტანჯება!!! რასაც მინდორზე აკეთებს მაგას ფეხბურთი არ ჰქვია!!!
S.O.S.
06 ნოემბერი 2021 23:14
1
მაფია რა შუაშია-გორი დინაამოზეც და ბათუმზეც უკეთესი გუნდია და იგებს კიდეც თამაშებს
Levani
06 ნოემბერი 2021 23:08
3
დილა ამ ეტაპზე მართლაც საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს და ღირსეულადაცაა სამეულში. იმედია გაისად, ევროტურნირისთვის კიდევ უკეთესი გუნდი იქნება
სიმართლე
07 ნოემბერი 2021 02:49
0
რანაირად გამოდის ორივეზე უკეთესი როცა მათზე დაბლაა ცხრილში და ცხრილს თუ არ აქ მნიშვნელობა აბა რას აქ
ნოდო
07 ნოემბერი 2021 02:01
5
როცა 2 ტურია დარჩენილი კონკურნტი ქულებს კარგავს და შენ გაქ შანსი 1 ქულმდე შეამცირო მოგებას ვინ ჩივის გოლ გაუტანლად აგებ არის ახლა ეს თუ არა მაფიაა/ / /? და რატო არა ისედაც არ ვუყურებდი ეროვნულ ლიგას ამის ხო საერთოდ
ნოდო
06 ნოემბერი 2021 22:25
20

სიახლეები პოპულარული