"ტორპედომ" და "სამგურალმა" გასვლაზე იმარჯვეს

AutoSharing Option
დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის  2 შეხვედრა გაიმართა - ქუთაისის "ტორპედომ" გასვლაზე ქობულეთის "შუქურას" მოუგო, ხოლო წყალტუბოს სამგურალმა მეზობელი "სამტრედია" დაამარცხა.

ქობულეთში, ჩელე არენაზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა - ვასილის კარაგუნისი საკუთარ საჯარიმოში გიორგი გაფრინდაშვილმა წააქცია, პენალტი კი ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა - 1:0.

ქობულეთი, ჩელე არენა

შუქურა - ტორპედო 0:1

0:1 მამასახლისი (71)

შუქურა: ლუკა შეროზია, ბექა ვარშანიძე(გია აფხაზავა, 86), ნიკა ჭანტურია, ზურაბ მუსელიანი(ლაშა კვარაცხელია, 84), ლევან ხმალაძე(ბექა ვერულიძე, 76), ლევან ინგოროყვა, ირაკლი კომახიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, კახაბერ
კაკაშვილი, ივან სპიჩკა, ჯეფერსონ ჯერალდო

ტორპედო: ლევან შოვნაძე, ვაჟა ტაბატაძე, ბაქარ მირცხულავა, ცოტნე ნადარაია(მაგომედ პარაგულგოვი, 84), ოლეგ მამასახლისი, ფადი ზიდანი(თორნიკე ახვლედიანი, 63), მეჰდი ბუკასი(ლევან წოწონავა, 63), ბიძინა მახარობლიძე(ლაშაჩალაძე, 73), დმიტრი რეკიში(ლევან მჭედლიძე, 73), ალეკ მუდიმუ, ვასილის კარაგუნისი

33 ტურის შემდეგ "შუქურა" 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, "ტორპედო" კი 33 ქულით მერვეა.


სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კი 3 გოლი იხილა. მატჩში ანგარიში მასპინძლებმა 51-ე წუთზე გახსნეს - თავი შეცვლაზე შემოსულმა გივი იოსელიანმა გამოიჩინა.

ამის შემდეგ კი წყალტუბოელებმა მასპინძელთა კარში ორი გოლი გაიტანეს. 74-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე თამაზ ცეცხლაძეს მოხვდა,  შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ბუხაიძემ 75-ე წუთზე  პენალტი ზუსტად შეასრულა. 90-ზე კი ისევ ბუხაიძემ გაიტანა და "სამგურალს" მოაგებინა.


სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე

სამტრედია - სამგურალი 1:2

1:0 იოსელიანი (51), 1:1 ბუხაიძე (75, პენ.) 1:2 ბუხაიძე (90)


სამტრედია: ბექა ქურდაძე, გიორგი მჭედლიშვილი, თამაზ ცეცხლაძე, ლუკა ასათიანი, მათე კვირკვია, ანატოლი მესიაჩენკო(გიორგი ლომთაძე, 45), გიორგი არაბიძე(გივი იოლსელიანი, 26), გიორგი ახალაძე, ნიკოლა პრელჩეცი, სტრაჰინია პავიშიჩი, გიორგი გადრანი

სამგურალი: მაქსიმე ქვილითაია, უშანგი ბანძელაძე, ომარ პატარკაციშვილი, ლუქმან გილმორი(დემურ ჩიხლაძე, 64), სერგო კუხიანიძე,, პაპუნა ფონიავა(გიორგი ბუხაიძე, 64), ილია ახვლედიანი(დათო კირკიტაძე, 69), ნიკა კალანდარიშვილი, ალექსანდრე ვერულიძე(გრიგოლ დოლიძე, 64), ლევან ქურდაძე, შალვა ბურჯანაძე

33 ტურის შემდეგ "სამგურალი" 40 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, "სამტრედია" კი 20 ქულით ბოლო ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შენ სამტრედიელი ხარ და რადგანაც შენი ქალაქის გუნდი უკვე გავარდნილია, ბოღმას ანთხევ და იძახი შუქურაც და ტორპედოც გავარდებაო.მაგასაც ვნახავთ ვინ მოიგებს პლეი-ოფს, შუქურა თუ გაგრა.
Jango-ს
09:36 08-11-2021
1
სამგურალს ვულოცავ გამარჯვებას კარგი იქნება შემდეგ თამაშებში კუხის
და ბუხას
ტანდემი თუ იქნება ორივე გოლზეა დაგეშილი
გია
19:04 07-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული