კორღალიძის დაბრუნებამ "საბურთალოს" "თელავთან" ვერ უშველა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში „თელავმა“ საკუთარ მოედანზე „საბურთალო“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები პირველ ტაიმში მარქველიძისა და ჟუნიორის გოლებით დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესული გულიაშვილის გოლით მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს.

„თელავმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 38 ქულით მე-7 ადგილზეა დ პლეი-აუტის ზონას 5 ქულით დასცილდა, ხოლო „საბურთალომ“, რომელსაც მწვრთნელი კორღალიძე დაუბრუნდა, მიჯრით მესამე მარცხი იწვნია და 50 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა.

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 მარაქველიძე (13), 2:0 ჟუნიორი (18), 2:1 გულიაშვილი
(90+6)

თელავი (3-4-3): სანიკიძე, ძოწენიძე, თოლორდავა, თევზაძე, კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი (კ), ჯანელიძე, შერგელაშვილი, მარაქველიძე (ჩუკვურა 66), რუხაძე (აშორტია 70), ჟუნიორი

მწვრთნელი: მიქაძე

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, ლაცაბიძე (მამაცაშვილი 77), ჯგერენაია, კაკუბავა (კ), მალი, ძებნიაური (მანდრიჩენკო 65), შ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე (ერისთავი 85), გოჩოლეიშვილი (კვერნაძე 77), ლ. ნონიკაშვილი, კოხრეიძე (გულიაშვილი 65)

მწვრთნელი: კორღალიძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
რასაც ვიძახდი ეგ ხდება სამეულს და ევროპას ჩამოაშორა კორღალიძემ საბურთალო, წადი რა შე კაიკაცო არაა შენი საქმე ფეხბურთი რასაც არა სამართლიანად აკეთებ არაფერი არ გაგივა ღმერთია მოწმე ყველაფრის და მოგეკითხება
კამერუნსკი
00:46 08-11-2021
0
კორგალიძე ახალგაზრდა პესპექტიური მწვთნელია მაგრამ შუბითიძის გაშვება არა სწორია კაშიას სინდისზეა მაგრამ აქვს კი სინდისი
0

სიახლეები პოპულარული