ოფიციალურად - "ტორპედოს" მწვრთნელად ცეცაძე დანიშნეს

AutoSharing Option
"ტორპედოს" მწვრთნელად გია ცეცაძე დანიშნეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ქუთაისის „ტორპედოს“ გია ცეცაძე უხელმძღვანელებს. 47 წლის სპეციალისტს ქართულ საფეხბურთო წრეებში განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. გია ცეცაძე, ასისტენტისა და მთავარი მწვრთნელის რანგში, წლების მანძილზე მუშაობდა უმაღლესი ლიგის გუნდებში. წვრთნიდა გორის "დილას", "ლოკომოტივს", "საბურთალოსა" და "სამტრედიას", რომელთან ერთადაც 2016-17 წლის საფეხბურთო სეზონში, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული დაისაკუთრა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. იმუშავა უკრაინის უმაღლეს ლიგაში, სადაც "ლვოვის" სათავეში ყოფნისას, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 8 შეხვედრა ჩაატარა.

გია ცეცაძეს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე არაერთი წელი აქვს ნამუშევარი ასაკობრივ ნაკრებებთან. იყო 16, 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდების თავკაცი. სანაკრებო დონეზე მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რვაგუნდიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ეროვნული ნაკრების სათავეში კი გია ცეცაძე ასისტენტობას კახა ცხადაძეს უწევდა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი 21 ნოემბერს „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, „ტორპედოსა“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებისას შედგება".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტორპედო ღირსია იყოს თავის კუთვნილ მესამე ლიგაში გულშემატკივრებიანად,ჩაჩავას ვეფგაუბედეს ვერაფერი ვითომ ფანებმა ეგრევე მოსვა თავის ადგილზე.რა ფანები რის ფანები,ეხლა ცეცაძეც მიართმევს,გაუბედონ აბა რამე ცეცას ეგრევე მიიღებენ ტოგორც საჭიროა ისეთ პასუხს,ტორპედო უნდა გავარდეს აუცილებლად…
dinamo
01:58 20-11-2021
5
მეგონა ტორპედოს ახალ მფლობელებს გუნდის განვითარება და წინსვლა უნდოდათ , თურმე ვცდებოდი , მოიყვანე რა შეკაიკაცო უცხოელი მწვრთნელი , რაღადროს ცეცაძეა კაით რა ))) მალე ახდება კახაიე კუჭავას ნათქვამი ტორპედო "ლიგას" მოიგებსო ... ვაი თქ. პატრონს საცოდავს მორიგი ქუთაისური აფიორა
დათო-რუსთავი
22:03 19-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული