ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

მატჩი 3 ავტოგოლით - "თელავმა" ადგილი შეინარჩუნა, "ტორპედო" პლეი-აუტში იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში კიდევ ორი მატჩი ჩატარდა.

საგურამოში უმოტივაციო „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ დაზავდნენ (1:1) და ქუთაისური გუნდი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მარტვილის „მერანს“ შეხვდება.

68-ე წუთზე მასპინძლები იმრანმა დააწინაურა, ხოლო 90+3-ე წუთზე ზიდანმა ანგარიში გაათანაბრა.

„თელავმა“ გორში „დილას“ 3:1 სძლია და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა. რაც შეეხება „დილას“, წინა ტურში გაინაღდა მესამე ადგილი და ევროტურნირის საგზური და ამ შეხვედრას მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.