"ანანიძის საწვრთნელ პროცესში სრულფასოვნად ჩართვა შეუძლებელი იყო" - თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი განმარტა, რომელიც დამშვიდობების ფორმით უკმაყოფილო დარჩა.

"დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა
რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად.

ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა.

ვინაიდან მიმდინარე მდგომარეობის
გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა, კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს.

დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც", - წერს დედაქალაქური კლუბი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანოო...!! გუნდს-სახელს არ აქვს მნიშვნელობა-უნდა დაამტკიცო რომ კიდევ შეგიძლია თამაში!!
lasha
04 დეკემბერი 2021 11:44
2
ძალიან სასწაულია რაა 8 თვეში 26 წუთს რომ ითამაშებ და მერე კიდე გიკვირს კონტრაქტი რატომ გამიწყვიტესო
ნიკა
04 დეკემბერი 2021 10:18
3
კონტრაქტს კი არა,საკუთარი ხარჯით შეკრებაზე გაყოლას და გუნდთან ერთად ვარჯიშს ითხოვდა,ფორმის ასაკრეფად.კარგად ვარ,აღარაფერი მაწუხებსო.მაგაზეც უარი უთხრეს.
სოსო
04 დეკემბერი 2021 20:06
0
როცა ატყობ ჯანმრთელობა არ გიწყობს ხელს უნდა იცოდე როდის წახვიდე,მაინცდამაინც უნდა გაგიშვან და მერე უნდა აფრიალო წერილები ამას არ ვიმსახურებდიო.
ჟორიკა
04 დეკემბერი 2021 09:44
3
ძალიან სამწუხარო ამბავია, ჯანო ჩვენი სიამაყეა და მიხევდა და პატრონობა სჭირდება.
სააკაძე
04 დეკემბერი 2021 02:16
11
მორჩა ანანიძის ფეხბურთელობა და საჩკაობა.არასდროს არაფერი ყოფილა და არც იქნება ეს ზარმაცი.
status quo
04 დეკემბერი 2021 00:06
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული