ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"საბურთალომ" და "ტორპედომ" დიდი ანგარიშით მოიგეს, თელავის ქამბექი [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის სამი ნაადრევი შეხვედრა გაიმართა.

"საბურთალომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 4 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

ამრიგად, "საბურთალო" 57 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა, სამტრედია კი 21 ქულით ბოლო, მე-10 ადგილს დასჯერდა და ეროვნული ლიგა 2-ში დაქვეითდა.

გოლები: 1:0 შოთა ნონიკაშვილი (15), 1:1 გიორგი არაბიძე (30), 2:1 გიორგი გულიაშვილი (51), 3:1 ნიკოლოზ მალი (54), 4:1 ლევან ნონიკაშვილი (67), 5:1 ოთარ მამაგეიშვილი (80).

"თელავმა" ქობულეთის
"შუქურას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ბოლო წუთებზე დამარცხდნენ.

ამრიგად, "თელავი" 44 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა, "შუქურამ" კი 27 ქულით მე-9 პოზიცია დაიკავა და ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებს.

გოლები: 0:1 გია აფხაზავა (27), 1:1 ლაშა შერგელაშვილი (81), 2:1 ირაკლი რუხაძე (87).

ქუთაისის "ტორპედომ" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

მასპინძლები პირველ ტაიმში 3 ბურთით დაწინაურდნენ და გამარჯვებამდეც მარტივად მივიდნენ.

ამრიგად, ქუთაისელები 40 ქულით ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდნენ და "შუქურას" მსგავსად ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებენ, "სამგურალი" კი 41 ქულით მე-7 პოზიციას დასჯერდა.

გოლები: 1:0 ფადი ზიდანი (28), 2:0 მოჰამედ ბუკასი (31), 3:1 ფადი ზიდანი (45), 3:1 ბაქარ მირცხულავა (62 ა.გ.), 4:1 თორნიკე ახვლედიანი (68)