"ლოკოს" მცველის დუბლი და თბილისის "დინამოს" გამარჯვება - ეროვნული ლიგა დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის დასკვნით მატჩში თბილისის „დინამომ“ „ლოკომოტივი“ 3:2 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის სენეგალელმა ცენტრალურმა მცველმა ვადიმ დუბლი შეასრულა.

ჩემპიონატზე ყველაფერი გასულ ტურში გაირკვა, ამ შეხვედრას პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა და „დინამომ“ გაიმარჯვა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო „ლოკო“ - მეხუთეზე.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ლოკომოტივი 3:2
გოლები: 1:0 ბენიო (10), 2:0 გაბედავა (18, პენ), 2:1 ვადი (43), 3:1 მარუშიჩი (81), 3:2 ვადი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 2 /
3:12 წუთზე მინაშვილმა "ლეგიონერების ჩხუბი გვაკლია ჩვენს მოედანზეო")) და რადგან ლეგიონერები არიან, ნაკლები უფლებები აქვთ? თუ ემოციები არ შეიძლება მათაც ჰქონდეთ? ეს კომენტატორი შემჩნეული მყავს, გადაკიდებულია ლეგიონერებზე. ქართველ ფეხბურთელებზე ერიდება კრიტიკას და ლეგიონერებზე გაილექსება ხოლმე))
ანალოგიური წარმოიდგინეთ ქართველებზე და მიხვდებით როგორი არასწორია არათანაბარი მიდგომები.
Modric
22:16 04-12-2021
4
Თუ ამათი იმედი აქ ცხადაძეს მეორე ტაიმში რო შემოიყვანა წასულია დინამოს საქმე!!!18 წლის ახალგაზრდა მოედანზე ობობანაჭამივით რო ივლის იმისაგან ფეხბურთელი არ გამოვა!!!
ბაბუაწვერა
20:38 04-12-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული