ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლაშა შინდაგორიძე "საბურთალოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ლაშა შინდაგორიძე კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"28 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ბოლოს ბათუმის "დინამოში" თამაშობდა და ჩემპიონი გახდა, დედაქალაქურ "საბურთალოში" დაბრუნდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
შეგახსენებთ, რომ შინდაგორიძე "საბურთალოს" რიგებში 2017, 2018 და 2019 წლებში ასპარეზობდა".