ჭიაბრიშვილისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "ლოკომოტივს" აღარ გაწვრთნის, - ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზული გუნდის Facebook-გვერდი ავრცელებს.

"გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

გიორგი - დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!
წარმატებები", - წერია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ჭიაბრიშვილი "ლოკომოტივს" 2020 წლიდან ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭიაბრიშვილთან ერთად 14 ფეხბურთელიც წავიდა. როდემდე უნდა იშლებოდეს ასეთი კარგი კლუბები
ტოტტი
28 დეკემბერი 2021 18:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული