ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

AutoSharing Option
სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურმა "საბურთალომ" თბილისის "ლოკომოტივის" 3 ყოფილი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ჩარიცხვის შესახებ გამოაცხადა:

"ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა! მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

გეცოდინებათ, რომ სიხარულიძე წლების განმავლობაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და გუნდის მთავარი მეგოლეც იყო. ამპლუით ფორვარდი რამდენიმე წლის წინ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა!

Sportall.Ge

26 წლის მცველი ალექსანდრე გურეშიძე ამიერიდან თბილისის "საბურთალოს" ღირსებას დაიცავს. ახალწვეულმა ახალ კლუბთან ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.

გურეშიძე წლების განმავლობაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია ბოლნისის
"სიონსა" და ფოთის "კოლხეთში".

2022 წლიდან 27 წლის დავით უბილავა "საბურთალოს" დაცვას გაამაგრებს! ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამპლუით მცველი წლების განმავლობაში "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა და საკმაოდ წარმატებითაც.

"საბურთალოსთვის" უბილავა მეშვიდე ახალწვეულია."

მოგეხსენებათ, "ლოკომოტივში" ფინანსური კრიზისის შემდეგ გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები მიდიან. კლუბიდან ასევე წავიდნენ - მამია გავაშელიშვილი, დავით სამურკასოვი, გიორგი გაბაძე და კახა კახაბრიშვილი.

altთბილისის "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, დაიშალა - სამწუხარო განცხადება

altჭიაბრიშვილისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა

altმამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა