ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
"თელავი" ორმა ფეხბურთელმა - გიორგი ჯანელიძემ და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი ჯანელიძემ და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა დატოვეს - მათ კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდათ, ახალ კონტრაქტზე კი, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით.

სკ "თელავი" მადლობას უხდის გიორგის და ნიკოლოზს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს".